გიორგი ნადარაია: გუშინ გაფრთხილება მომცა მოსამართლემ, დღეს მითხრეს, რომ სისხლის სამართალზეა გადაცემული ჩემი საქმე
10 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, მაკდონალდსთან დაკავებული გიორგი ნადარაიას საქმე ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირეს. როგორც NEWS.On.ge-სთან გიორგი ნადარაია ამბობს, ის 5-6-ჯერ იყო აქციებზე, მაგრამ 10 დეკემბერს აქციიდანაც კი არ მოდიოდა, მეგობარ გოგოსთან ერთად კინოში, შემდეგ მაკდონალდსი, როცა პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა და დააკავა.
11 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, სადაც ისიც კი ვერ დამტკიცდა, რომ მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია ან შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მას მოსამართლემ მას გაფრთხილება მისცა და გამოუშვეს.
დრეს, 12 დეკემბერს პირადი ნივთების — ტელეფონის და მანქანის გასაღების წამოსაღებად მისულს კი უთხრეს, რომ მასზე საქმე სისხლის სამართლის მუხლითაა აღძრული.
გიორგი ეჭვობს, რომ შესაძლოა მანქანაში რაიმე ჩაუდონ.
"მგონი 10 რიცხვი იყო რომ დამაკავეს, მაკდონალდსიდან გამოვედით მე და ჩემი შეყვარებული. ამ დროს, მოვიდა პოლიცია, ჩხრეკა დაიწყეს, ჯიბეებში ხელის ჩაყოფა და მთელი ამბები. ამ დროს იქვე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო. პოლიცია ჟურნალისტს მიუვარდა, ტელეფონი წაართვეს და გადაღების უფლება არ მისცეს. შემდეგ ხელი დამადეს, რომ ეს ადამიანი წაიყვანეთო და პოლიციის მანქანით გადამიყვანეს განყოფილებაში.
სასამართლოში მე ჩემს ადვოკატს ყველანაირი მტკიცებულება გვქონდა, რომ მე უდანაშაულო ვიყავი. მოწმეები ამბობდნენ, ვინც დაკავებას შეესწრნენ, რომ არ უგინებია, თავის ნებით გაჰყვაო და ოქმში პირიქით დაწერეს. ვიდეოშიც ჩანს, „მთავარი არხიც“ გვერდზეც იდო, რომ ხელგადახვეული მივყვებოდი პოლიციელებს და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვსაუბრობდით. მანქანაში მშვიდობიანად ჩავჯექი. ჩემი მეგობრის ვიდეომტკიცებულება გვქონდა, რომ არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებდი პოლიციას და არ ვძალადობდი არავისზე, მშვიდად ვიდექი ერთ ადგილზე. ეს ყველაფერი ნახა მოსამართლემ, მაგრამ მაინც ჩემს საწინააღმდეგო მიიღო გადაწყვეტილება, ყველაზე მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც — გაფრთხილება მომცა და გამომიშვეს.
მეორე დრეს ნივთების ასაღებად მივედი, გუშინ არ მომცეს, მითხრეს, რომ გამომძიებელს ჰქონდა სეიფში. დღეს რომ მივედი, სისხლის სამართალზეა გადაცემული თქვენი საქმე და თქვენს ნივთებს ვერ მოგცემთო. ჩემი ნივთები კი არის ტელეფონი და მანქანის გასაღები.
ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რაღაცის ჩადება უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და როცა ეს გაიგეს, ვერ ჩამიდეს ვერაფერი, მაგრამ რაკი ახლა ჩემი მანქანის გასაღები აქვთ, ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი მანქანაში რაღაც ჩადონ, ახლა ჩაატარონ ჩემი მანქანის ჩხრეკა და იქ რაღაც აღმოჩნდეს.აქტიურად არ დავდიოდი აქციებზე, 5-6-ჯერ ვიყავი, რამდენიმე საათით ვიდექი, იმ ღამეს აქციიდან არ მოვდიოდით. არც იცოდნენ,რ ომ აქციიდან არ მოვდიოდი, კინოდან მოვდიოდი, "სქრინებიც" ვაჩვენე მოსამართლეს.
ახლა სისხლის სამართალია აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. ახლა მივდივარ ადვოკატთან რომ დეტალები გავარკვიო.
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
კომენტარები