ირაკლი კობახიძე: ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას
მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა პოსტვ-ის ჟურნალისტის, სალომე გობრონიძის წინააღმდეგ, ახალგაზრდა, 20 წლის გოგოს, რომელსაც პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ძალადობა თავის დროზე არა თუ არავის არ დაუგმია, პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებდნენ პოზიტიური კონტექსტში ამ ვიდეო-კადრებს და მახსოვს, დაახლოებით 3 000 "ლაიქი“ დაუგროვდა შესაბამის ვიდეოს, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი რადიკალი ხელოვანის მიერ, რომელიც ხელოვნების სფეროში შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ არ ეყო კაცობა იმისათვის, რომ ქალზე ძალადობის ვიდეო პოზიტიურ კონტექსტში არ გაეზიარებინა. გამაოგნებელი ის არის, რომ 3 000-მა ადამიანმა მოიწონა, ესენი არიან "ნაცები".
მინდა შეგახსენოთ მეგი ნარსავიძის შემთხვევა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ, არც არის გასული ერთი თვე, ვიხილეთ ვაკეში, თუ არ ვცდები მელიქიშვილის გამზირზე განხორციელდა ეს ძალადობა, ამ შემთხვევაშიც, მოძალადე ადამიანები, "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე, დაახლოებით 100-200 ადამიანი. აქაც, პრაქტიკულად, ალყაში იყო მოქცეული იმედის ჟურნალისტი და მის მიმართ განხორციელდა უმძიმესი ძალადობა. მახსოვს, აქ ტარდებოდა ბრიფინგი, მე ვატარებდი ბრიფინგს, როდესაც აქვე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ტელევიზიების ჟურნალისტებს ვთხოვეთ დაეგმო მეგი ნარსავიძის წინააღმდეგ ძალადობა, არცერთმა არ დაგმო. რა თქმა უნდა, ასეთი ორმაგი სტანდარტი არის სრულიად მიუღებელი.
ასევე თქვენ გახსოვთ პოსტვ-ის ჟურნალისტზე, ნათია ბერიძეზე და მის ოპერატორზე უხეში თავდასხმა. ამ თავდასხმის ავტორი იყო მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, ერთ-ერთი ნაციონალი ზონდერი, რომელიც ახლა არის გვარამიას პარტიის წევრი. იყო ძალიან უხეში ფორმით გამოხატული თავდასხმა, როგორც ნათია ბერიძეზე, ასევე მის ოპერატორზე, თუმცა იქაც არავითარი დაგმობა ჩვენ არ გვახსოვს.
შემდეგი, გივი კუჭავა, ეს არის იმედის ჟურნალისტი, რომელზეც "ორკებმა" იძალადეს რამდენიმე დღის წინ და არავითარი რეაქცია არ ყოფილა ამაზე.
ბესო გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, რომელსაც ერთ-ერთმა "ორკმა", ნიღბიანმა დამიზნებით სახეში ესროლა ე.წ. პიროტექნიკა და გადარჩა ეს ოპერატორი იმით, რომ მას ხელში ეჭირა კამერა და დაუზიანდა მხოლოდ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებდა ძალიან მძიმე დაზიანებას, ძალიან მძიმე დამწვრობას. არავითარი რეაგირება ამასთან დაკავშირებით, არა თუ რეაგირება, არა თუ დაგმობა, არავითარი გაშუქებაც კი არ გვიხილავს ძალადობის ამ ფაქტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტები. უფრო მეტიც, უმეტეს შემთხვევაში "ნაცები" და მათი ტელევიზიები, მათ NGO-ები ამ ფაქტებს, როგორც უკვე ვთქვი, აზიარებდნენ და იწონებდნენ.
ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, ეს მინდა გითხრათ. ვინც ძალადობას მხოლოდ ერთი მიმართულებით გმობს, ის ნებსით თუ უნებლიედ, თავად ახალისებს ძალადობას, რაც ყველამ უნდა გაიაზროს",— განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
კომენტარები