ნიკა გილაური: არანაირი გადატვირთვა არ იქნება ისეთი ტიპის ავტოკრატიასთან, როგორიც დღეს საქართველოშია
არანაირი გადატვირთვა არ იქნება ისეთი ტიპის ავტოკრატიასთან, როგორიც დღეს საქართველოშია, რომელიც ერთი ერთში ჰგავს ვენესუელის, რუსეთის, ჩინეთის და ირანის ავტოკრატიებს, — ამის შესახებ ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს პრემიერმინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.
ამის დასტურად გილაურს კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება მოჰყავს. გილაურის თქმით, ჯო უილსონი კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეა.
უილსონმა დაწერა: "დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას", "მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა". დამერწმუნეთ, ეს განცხადება ახალი ადმინისტრაციის გუნდის სულისკვეთებას გამოხატავს, სხვანაირად ასეთი ტიპის განცხადებები არ კეთდება კონგრესმენების დონეზე", — წერს გილაური.
მისივე თქმით, საქართველო ბელორუსი არ არის და არ დაემორჩილება არალეგიტიმური ხელისუფლების ზეწოლას. რაც მეტი დარბევა და დაჭერა იქნება, მით უფრო გაიზრდება პროტესტი.
ნიკა გილაურის წერილს სრულად გთავაზობთ:
"ქართული ოცნების წევრები და მომხრეები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. არალეგიტიმური პრემიერის განცხადებებიც ხომ ეს იყო ამ დღეებში — "როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე", რომ ქართული ოცნება ელოდება ტრამპის ინაუგურაციას და ახალ ადმინისტრაციასთან გადატვირთავენ ურთიერთობებს. ამ განცხადებების საპასუხოდ გუშინწინ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეა) ძალზედ ყოვლისმთქმელი პოსტი დაწერა — "დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას", "მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა". დამერწმუნეთ, ეს განცხადება ახალი ადმინისტრაციის გუნდის სულისკვეთებას გამოხატავს, სხვანაირად ასეთი ტიპის განცხადებები არ კეთდება კონგრესმენების დონეზე. პრეზიდენტ ტრამპს სულ არაფერში სჭირდება fake პრემიერ-მინისტრი და fake ხელისუფლება საქართველოში. კონგრესმენი ჯო უილსონის გუშინდელი განცხადება კიდევ უფრო კონკრეტული და მკაცრია — „სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევების ორგანიზებაში“. ამ განცხადებაში რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, არის ის, რომ დღევანდელ არალეგიტიმურ მთავრობას ჯო უილსონი "დე ფაქტო მთავრობას" უწოდებს (ისევე როგორც ჩვენ ვუწოდებთ აფხაზეთის არალეგიტიმურ ხელისუფლებას დე ფაქტო მთავრობას).
სწორედ კონგრესმენი უილსონის ინიციირებული MEGOBARI აქტი გადის ამ დღეებში კენჭისყრაზე კონგრესში, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამ აქტის დამტკიცების შემთხვევაში შეიქმნება ახალი იურიდიული ბაზა, რომლის შედეგადაც უნდა ველოდოთ უკვე ფინანსურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და მისი არალეგიტიმური ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ.
ასევე, გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება სადაც ის „გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“. საგულისხმოა, რომ ამ განცხადებაში მოხსენიებულია არა საქართველოს მთავრობა არამედ „ქართული ოცნება“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის არალეგიტიმურ სტატუსს ამერიკის სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სრულდება შემდეგი წინადადებით — "შეერთებული შტატები ახლა ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები". დამერწმუნეთ — გარდამავალ პერიოდში ასეთი განცხადებები არ კეთდება მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
ქოცებო — ტყუილად ნუ იტყუებთ თავს და ნუ ფიქრობთ, რომ ამ დარბევებით და ახალგაზრდების სისხლის ღვრით მთავარია 20 იანვრამდე მიაღწიოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამ იმედით ნუ ღუპავთ ქვეყანასაც და საკუთარ მომავალსაც. არანაირი გადატვირთვა არ იქნება ისეთი ტიპის ავტოკრატიასთან, როგორიც დღეს საქართველოშია, რომელიც ერთი ერთში ჰგავს ვენესუელის, რუსეთის, ჩინეთის და ირანის ავტოკრატიებს.
ორი კვირის წინ ვიყავი ვაშინგტონში და პრეზიდენტ ტრამპის და მომავალი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, გარემოცვის რამოდენიმე ძალზედ გავლენიან პირს შევხვდი. სწორედ მათ შეადარეს საქართველო ვენესუელას - მხოლოდ ორი განსხვავებით — იქ სამხედროებზე დგას სისტემა და თქვენთან ძალოვნებზეო, მათ ნავთობი აქვთ და თქვენ არაო. ვენესუელის ტიპის არჩევნები და ავტოკრატია, ამერიკული კომპანიისთვის წართმეული და ჩინურ კონსორციუმზე გადაცემული ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის წამყვანი კომპანია აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, ირანში მრავალჯერ ჩასული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ესწრებოდა დარბაზში სხდომას, სადაც ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს" ვერანაირად ვერ ქმნის იმის საწინდარს, რომ ქართული ოცნების ლიდერები ურთიერთობას დაალაგებენ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან.
დღევანდელი ქართული ოცნების და სამთავრობო სტრუქტურების იმ წევრებს მივმართავ, ვისაც ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ გაეცალოთ ამ სისტემას და არ გახდეთ კოლექტიური მოღალატე რეჟიმის თანამონაწილენი:
• საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, გამოხატეთ თქვენი პროტესტი
• შემოგვიერთდით რუსთაველზე
• სამინისტროების და სახელმწიფო დაწესებულებების ფანჯრებიდან გადმოკიდეთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები პროტესტის ნიშნად.
• თუ თვლით, რომ უკანონო ან ქვეყნისთვის მოღალატეობრივი დავალებების შესრულებას გთხოვენ, დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ სამსახურები, მოჰყევით ამის შესახებ საჯაროდ.
თავადაც ხომ იცით, რომ სრული მორალური უპირატესობა დღეს სწორედ მომიტინგეთა მხარეს არის. თქვენც ხომ ქართველები ხართ და ხვდებით, რომ საქართველო ბელორუსი არ არის და არ დაემორჩილება არალეგიტიმური ხელისუფლების ზეწოლას. რაც მეტი დარბევა და დაჭერა იქნება, მით უფრო გაიზრდება პროტესტი. ასეთმა შეუპოვრობამ მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ამ მორალური უპირატესობით და ისტორიის სწორ მხარეს დგომით გავიმარჯვებთ დღესაც!, — წერს გილაური.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები