თეონა აქუბარდია: საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი
ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ — ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი — ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება.
"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც დღეს დგანან საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე. გრძელდება საჯარო მოხელეების წინააღმდეგობა და კონსტიტუციის დაცვა. გუშინდელი განცხადებები სწორედ კონსტიტუციის დაცვას ემსახურებოდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების კანონიერი უფლებები არ დაარღვიოს უზურპატორმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საქმიანობის ნაწილი, რაც დაწყებული გვაქვს უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთისგან საქართველოს იმ თითოეულ მოქალაქეს აქვს, რომელსაც საქართველოში ევროპული მომავალი და დემოკრატია სურს. დასავლეთი ძალიან მკაფიოდ ხედავს იმ ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა გუშინდელი მოვლენების შემდგომ, რაც ბინებში დაიწყეს შევარდნა და არასრულწლოვანების თანდასწრებით დაიწყეს აბსოლუტურად უკანონოდ ჩხრეკა. შესაბამისად, ის სანქციების განაცხადი, რომელიც ჩვენ აშშ-ის მხრიდან მოვისმინეთ, არის კიდევ ერთი უტყუარი მხარდაჭერა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დასავლეთი გვერდში უდგას. სწორედ დასავლეთი, ევროპული ოჯახია ჩვენი არჩევანი. მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ისე როგორც აქამდე ვმუშაობდით იმისთვის, რომ სანქციები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს შეეხოთ, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ სისტემურად უხეშ ძალას იყენებდნენ. ძალიან გამიჭირდება, რომ მე მას საპოლიციო ძალა დავარქვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სწორედ ივანიშვილის რეჟიმი იყოს დასჯილი. ეს იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა იმ მუშაობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას გულისხმობს“, — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები