ომბუდსმენი: ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს სისხლნაჟღენთებით — ეს არის სიმხეცე!
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,— ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა და ასევე გაესაუბრა იმ პირებს, რომლებიც ჯერ სამმართველოში არ განუთავსებიათ და მანქანებში არიან დაყოვნებულები.
იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.
"ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს", — განაცხადა ომბუდსმენმა.
მან პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.
"პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები", — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები