CENN

29 Nov. 2024, 18:55

CENN-ის განცხადება პარტია “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქვეყნის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე
CENN, როგორც სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და ერთგულია საქართველოს კონსტიტუციისა და საზოგადოების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, მოუწოდებს ქართულ ოცნებას, არ შეაფერხოს ქვეყნის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესი.

28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ გაკეთებული განცხადება 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, ეწინააღმდეგება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იდგა და იდგება დასავლურ ღირებულებებზე და არ დაუშვებს ამ ღირებულებების ძალადობრივ და არაკონსტიტუციურ ხელყოფას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპული მომავლის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა განწირულია, რადგან ეს არა მხოლოდ ჩვენი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული იდენტობის ნაწილია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომელიც მან რეფერენდუმის საშუალებით გამოხატა და კონსტიტუციით დაადგინა. ესაა მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოებით განსაზღვრული მოცემულობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია ცალკეული ინდივიდების, პოლიტიკური პარტიებისა თუ ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის პროცესში, საქართველო არა მხოლოდ წარმატებით იცავდა ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეჰქონდა გლობალურ უსაფრთხოებასა და მსოფლიოს თანამედროვე ღირებულებების შექმნაში. შედეგად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და განესაზღვრა დღის წესრიგი, რომელიც 2030 წელს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს. ქვეყნის განვითარებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ შესაძლებლობის დაზიანება დაუშვებელია.

CENN გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ Flydubai-ის გუშინდელ FZ1073 რეისზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო…