ქართველი მწერლები და გამომცემლები საერთო განცხადებას ავრცელებენ
ფოტო: PEN GEORGIA/FB
ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და 26 ოქტომბრის შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ. აღნიშნული განცხადება, PEN GEORGIA-მ გამოაქვეყნა.
"ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მივიჩნევთ, რომ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო არის ილია ჭავჭავაძისა და მასავით სამშობლოსათვის თავგანწირული, ასეულობით ქართველი საზოგადო მოღვაწის უმთავრესი მემკვიდრეობა. მიგვაჩნია, რომ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა დაედო საფუძვლად თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას. სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი გამავრცელებელი და განათლების მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი.
ქართული ოცნების ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობა და ბოლოს, 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ისტორიის გაყალბება, რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, ჩვენი თანამოქალაქეების უკიდურესი სიღარიბისათვის გაწირვა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ილია ჭავჭავაძისა და სხვა საამაყო ქართველთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის მომავლის განადგურების მცდელობა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ, ნამდვილმა, თანამედროვე ევროპულმა საზოგადოებამ, ხმა მისცა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასასრულს. ეს არის ყველაზე ევროპული და ამავდროულად ქართული იდეა, რადგან ერთიანი ქართული სახელმწიფო ყოველთვის ემყარებოდა განსხვავებულთა ერთობას, რომელიც ვინმეს განადგურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ — ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით — ჭეშმარიტ სამოქალაქო მშვიდობას, ხანგრძლივ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და განვითარებას ესწრაფვის.
ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ემიგრაციაში მცხოვრები მილიონამდე ქართველის - ჩვენი სრულუფლებიანი თანამოქალაქეების - ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას და რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გახსნას საზღვარგარეთ.
ასევე მოვუწოდებთ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს, თითოეულ მშრომელს, ვის ყოველდღიურ ძალისხმევაზეც დგას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ, რათა გადავარჩინოთ საქართველო იმ უფსკრულში გადაჩეხას, რომლისკენაც მიგვაქანებს ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი ოლიგარქი.
მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველამ ერთად, მშვიდობიანად და მტკიცედ, პრინციპულად და მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი რუსული მტაცებლობისგან, რადგან "სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!"
1. მაია ბადრიძე, მთარგმნელი
2. მაკა კასრაძე, გამომცემელი
3. ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
4. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
5.ანა კოპალიანი, მთარგმნელი
6. ნანა აბულაძე, მწერალი
7. მედეა იმერლიშვილი, პოეტი
8. ნათია ორმოცაძე, რედაქტორი
9. ლელა კურტანიძე, პოეტი
10. თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
11. ტორესა მოსი, მწერალი
12. გიორგი ხარაიშვილი, მწერალი
13. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
14. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
15. ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი
16. იაკი კაბე, პოეტი
17. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
18. თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი
19. მაია კობახიძე, რედაქტორი
20. ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი
21. ლელა კოდალაშვილი, მწერალი
22. ნათია გიორგაძე, პოეტი
23. ელენე ჯაფარიძე, მწერალი
24. ზურა პაპიაშვილი, მწერალი
25. ლევან ბერძენიშვილი, მთარგმნელი, ფილოლოფი
26. თინა მამულაშვილი, გამომცემელი
27. პაატა შამუგია, პოეტი
28. მაია ალუდაური, გამომცემელი
29. სოფიო კუბლაშვილი, მწერალი
30. მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი
31. ქეთი ნიჟარაძე, მწერალი, მთარგმნელი
32. ვასო გულეური, პოეტი, მთარგმნელი
33. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი
34. მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
35. ლექსო ქურხული, მწერალი
36. დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი
37. მარინა ცხადაია, გამომცემელი
38. პაატა ჯავახიშვილი, მთარგმნელი
39. ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
40. შორენა ლებანიძე, მწერალი
41. ივა ფეზუაშვილი, მწერალი
42. ნინო ჭინჭარაული, მწერალი
43. ელისო ჩუბინიშვილი, მწერალი, ილუსტრატორი
44. ნატალია ბუკია-პეტერს, მათარგმნელი
45. რატი მუჯირი, მწერალი
46. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
47. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
48. თორნიკე სიბაშვილი, პოეტი
49. გია გოკიელი, მთარგმნელი
50. ნატო გორდელაძე, გამომცემელი
51. ანნა ჯავახიშვილი, პოეტი
52. ნატალია ტროხიმ, მწერალი, მთარგმნელი
53. ქეთი მეგრელიშვილი, ლიტერატორი
54. მაია კუდავა, გამომცემელი
55. ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
56. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
57. ირაკლი ლომოური, მწერალი, მთარგმნელი
58. მაია ცირამუა, მწერალი
59. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
60. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
61. რუსუდან რუხაძე, მწერალი
62. მაიკო დანელია, ლიტერატურის მენეჯერი
63. ნანა გოგოლაშვილი, მთარგმნელი
64. ლაშა ბუღაძე, მწერალი, პუბლიცისტი
65. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
66. ნანა ზარდიაშვილი, მთარგმნელი
67. კოკა ქამუშაძე, მწერალი
68. ბათუ დანელია, პოეტი, მთარგმნელი
69. არჩილ ქიქოძე, მწერალი
70. ნატალია დარასელია, პოეტი
71. ზაზა ბურჭულაძე, მწერალი
72. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, მწერალი
73. დავით ქაშიაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი
74. ლუკა ხატიაშვილი, მწერალი
75. ნინო ნადირაძე, მწერალი
76. ქეთი ჩარკვიანი, მთარგმნელი
77. თინათინ ხუტურიძე, მწერალი
78. გიორგი შონია, მწერალი
79. ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
80. გაგა ნახუცრიშვილი, მწერალი
81. მაია ლიპარტელიანი,
82. ნანა აკობიძე, მწერალი
83. ბექა ქურხული, მწერალი
84. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
85. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
86. ირინა ბაგაური, მთარგმნელი
87. გიორგი მასხარაშვილი, მწერალი
88. მაკა ლდოკონენი, მწერალი
89. ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი
90. ელზა გურგენიძე, მწერალი
91. თამთა მელაშვილი, მწერალი
92. კატია ვოლტერსი, მთარგმნელი
93. ბექა ახალაია, მწერალი
94. გურანდა ფაჩულია, მთარგმნელი
95. ანა ყიასაშვილი, გამომცემელი
96. მარიამ კვიციანი, გამომცემელი
97. თამრი ფხაკაძე, მწერალი
98. ია ქვაჩახია, მთარგმნელი
99. თამარ ლონდარიძე, რედაქტორი
100. თორნიკე ჭელიძე, მწერალი
101. ნინა სურამელაშვილი, მწერალი
102. რატი ამაღლობელი, პოეტი
103. ლუკა გრიგოლია, გამომცემელი
104. ლელა სამნიაშვილი, პოეტი
105. დათო კაკაბაძე, მთარგმნელი
106. რეზო გეთიაშვილი, პოეტი
107 ნიკა ლაშხია, პოეტი
108. თამარ მუსხელიშვილი, მთარგმნელი
109. ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
110. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
111. ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი, ჟურნალისტი
112. ირაკლი მახარაძე, მწერალი, რეჟისორი
113. ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
114. ირაკლი მეტრეველი, მწერალი, ჟურნალისტი
115. ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი
116. ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, მკვლევარი
117. დავით ახალაძე, მთარგმნელი
118. ნანა ექვთიმიშვილი, მწერალი, კინორეჟისორი
119. ლელა ფიროსმანაშვილი, მთარგმნელი
120. ლაშა გველესიანი, მთარგმნელი
121. ანა მარგველაშვილი, გამომცემელი
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს გერმანიის 2 მიწის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ და მემარცხენე Die Linke-მ გაიმარჯვეს
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
კომენტარები