"მთავარი მიზანი არგაჩერებაა" — გაიცანით ინდ. მეწარმე ნათია ყურშუბაძე
ფოტო: საქართველოს ბანკი
„2021 წლის 26 თებერვალს ავფუსფუსდი, პანდემიის დროს. შთაგონება სამზარეულოს სიყვარულმა, გურმანობამ და კულინარიული ჯგუფ რეცეპტორის წევრების დაჟინებულმა მოთხოვნამ მომცა. მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მქონდა - დესერტის სახით შემეთავაზებინა ადამიანებისთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი გემოები ჰქვია“, - იხსენებს ნათია ყურშუბაძე, რომელმაც მეწარმეობის საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და არაერთი ბარიერი დიდი შემართებითაც გადალახა.
ნათია „ფუსფუსის“ დამფუძნებელია. საკონდიტრო - სასენდვიჩე კაფეც გახსნა, თუმცა დახურვა მოუწია და ახლა კი ერთგულ მომხმარებლებს მომზადებული დესერტებითა და სენდვიჩებით სახლიდან ემსახურება.
„პირველ რიგში, გულწრფელობა გამოარჩევს ფუსფუსს. მეც გულწრფელობით ვთავაზობ „ფუსფუსელებს“ ხარისხს, სანდოობას, გამორჩეულ გემოებს. ფუსფუსის დესერტები არ არის ზედმეტად გადამტკბარი. გარდა ამ ყველაფრისა, ფუსფუსს ინდივიდუალური ხელწერაც გამოარჩევს. მომხმარებლები აფასებენ, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით და სიყვარულით ვეკიდები საქმეს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ფუსფუსის გამხელილი საიდუმლო, რამაც ამდენ ადამიანს შეაყვარა ბრენდი. რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტი გიბრუნდება უკან. ამაში ნამდვილად დავრწმუნდი“, - ამბობს ნათია.
მაღალი გადასახადებისა და პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, ბუტიკ-კაფეს დახურვა „ფუსფუსის“ დამფუძნებლისთვის რთული გამოცდილება იყო, თუმცა მალევე მოახერხა შეცვლილ რეალობაზე ადაპტაცია და ჩვეული ჟინით საქმის გაგრძელება.
„დავბრუნდი ისევ სახლში და აქედან გავაგრძელე ფუსფუსი. თან წავიყოლე ონლაინ გამოძახების აპლიკაციებიც და ახლა მიტანის სერვისით ვაწვდი პროდუქტებს მომხმარებლებს. დამატებით, ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებ დესერტებზე და სხვა პროდუქტებზე. ჯერ ისევ სირთულეების გადალახვის პროცესში ვარ, მაგრამ მე არ ვჩერდები“, - ამბობს ნათია.
ნათია ახლა საკუთარ საქმიანობას ინდ. მეწარმის სტატუსით მართავს და ამბობს, რომ ეს ბევრ შემთხვევაში მოსახერხებელია.
„ძალიან მეხმარება ინდ. მეწარმის სტატუსი ბიზნესის მართვაში, განსაკუთრებით კორპორატიულ შეკვეთებზე, რადგან ასეთ დროს ყოველთვის ოფიციალური საბუთი იწერება ზედნადების და ინვოისის საფუძველზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდ. მეწარმეები მხოლოდ შემოსავლის 1%-ს ვიხდით საშემოსავლოს სახით. ასევე, ჩემი საქმიანობა ისახება ბანკის ისტორიაში, რაც კიდევ მეტად სახარბიელოს და მჭიდროს ხდის ჩემსა და ბანკის ურთიერთობას. ასევე, ინდ. მეწარმეებს გვაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები ბანკისგან, როგორიც არის სასარგებლო პაკეტები, თუ საკმაოდ სოლიდური ფულადი გათამაშებება, რომლის ფინალსაც სულმოუთქმელად ველოდები“, - აღნიშნავს ნათია.
გათამაშება, რომელზეც იგი საუბრობს, საქართველოს ბანკმა ერთი თვის წინ დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ და 1 ოქტომბრიდან 13 იანვრამდე სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ შორისაა ფინალური პრიზები - 50 000, 30 000 და 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან - ყოველთვიური პრიზები 50 ლარიდან 10 000 ლარამდე.
„მსგავსი წახალისება, გათამაშებების სახით, ძალიან დიდი ხელშეწყობაა საქართველოს ბანკის მხრიდან, რაც ძალზედ გვჭირდება თითოეულ ინდ. მეწარმეს ჩვენივე საქმის მეტად განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც მთავარია - ნაკლები რისკებით“ - ამბობს ნათია და ფინალური პრიზის მოგების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზეც საუბრობს.
„ხელახლა გავსხნიდი ფუსფუსს, ოღონდ სხვა კონცეფციით და სხვა ლოკაციაზე. დავიბრუნებდი ჩემს დამხმარე გოგოებს - თიკას და მაიას და ისევ ერთად, ისევ ხალისიანად ავფუსფუსდებოდით, როგორც ადრე“.
“ფუსფუსის“ სამომავლო გეგმები სწორედ ახალი კონცეფციის შემუშავებას უკავშირდება. როგორც ნათია ამბობს, ბუტიკ-კაფემ ფასდაუდებელი გამოცდილება მისცა, ახლა კი მისი მიზანი არგაჩერებაა.
„ფუსფუსი არ უნდა მიეცეს დავიწყებას და მე, აუცილებლად მოვიყვან ჩემს მიზნებს სისრულეში. მანამდე კი სახლიდან ვიფუსფუსებ სიყვარულით, პარალელურად კი ჩემს სამომავლო გეგმებს, თითო ბუმბულის შეგროვებით, ფრთებს შევასხამ“, - ამბობს მეწარმე.
ინფორმაციისთვის, 6 ნოემბერს გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშება კი კვლავ გაგრძელდება და მასში მონაწილეობისთვის ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით - გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.
გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ პირველი ეტაპის გათამაშებას 6 ნოემბერს ერთხელ.
გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები