პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

ადგილზე ოპოზიციონერი ლიდერები არ გამოჩენილან. ისინი სასტუმრო თბილისი მარიოტში უცხოელ დიპლომატებს ხვდებიან.

პარლამენტთან აქციაზე ელოდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.