სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

20 Oct. 2024, 21:26

"დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა — გაბრიელი. ალბათ, ყველაფერი ნიშანია იმისა, რომ ახალი მომავალი და ახალი საქართველო მოდის. ის საქართველო, რომელიც დღეს ჩემ წინ დგას, თავისუფალი საქართველოა. აქ არავინ არ არის ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს: "თუ არადა, სამსახურს დაკარგავო"; არცერთი სტუდენტი არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს: "თუ არადა, სტიპენდია არ გექნება".

არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა. დღეს აქ ის საზოგადოება, ის ქართველები არიან, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

დღეს აქ ხვალინდელი და გუშინდელი საქართველო დგას. გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც ჩაძირული იყო საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ღირსეული ისტორიისა. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევა ევროპაში.

მე მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!

ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება და ერთად შევალთ ევროპაში.

მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს — ევროპელებს თუ ამერიკელებს, და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როცა შევალთ ევროპაში; და შევალთ ევროპაში.

მე არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე "თუ" ან "რომ". ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი. მადლობა თქვენ"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  4. კახა კალაძე ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილს" უგზავნის
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა

ქართველი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის საერთაშორისო ჯილდოს, Nagroda Korczaka-ს, მფლობელი გახდა.…