ბრაიან უიტმორი

ბრაიან უიტმორი

17 Oct. 2024, 14:53

ვფიქრობ, ქართული ოცნება ძალიან სახიფათო ნიადაგზე მოძრაობს, რადგან როგორც ჩანს, რაზეც ისინი მიუთითებენ, ისაა, რომ საქართველო უბრალოდ უნდა დანებდეს, უარი თქვას თავის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, რუსეთის სასარგებლოდ. ეს გზა უკვე გავლილი გვაქვს, არა? ქართველები ცხოვრობდნენ ასე, 1922-იდან, 1991 წლამდე. ესაა, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს?

საქართველო ამ არჩევნებზე ნამდვილად არჩევანის წინაშეა და ეს არჩევანი არაა "ომისა" და "მშვიდობის პარტიას" შორის, როგორც ამას ქართული ოცნება წარმოაჩენს. ესაა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან მარტივი არჩევანია. სურთ ქართველებს გააგრძელონ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და ევროპაში ინტეგრაციის პროცესი? ეს სურთ მათ თუ რუსეთი სურთ? ესაა არჩევანი და ახლა ქართული ოცნება ძალიან მზაკვრულად მანიპულირებს ამ არჩევანის რაობით.

აქ მხოლოდ ორი არჩევანია, რაც ქართველებმა შეიძლება გააკეთონ — რუსეთი თუ ევროპა? ძალიან მარტივი. ჩვენ ალბათ ყველას გვესმის, რას ნიშნავს ეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. 1922 წლიდან 1991 წლამდე, მათ ეს გამოცადეს. ვფიქრობ, ქართველებს ევროკავშირის ნაწილად ცხოვრება სურთ, სურთ კანონის უზენაესობით, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ცხოვრება, ყველაფერ იმით, რასაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.

ესაა არჩევანი და ვფიქრობ ქართული ოცნება ცდილობს ამომრჩეველი დააბნიოს. წინასაარჩევნოდ მოსახლეობა არ უნდა დაიბნეს და მედიამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ის არ დაიბნევა და დაინახავს რა რეალური არჩევანი დგას მათ წინაშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანა
  2. "ოცნების" სიის მე-8 ნომერმა გამოკითხვაში არასასურველი შედეგი მიიღო და პოსტი წაშალა
  3. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
  4. "არ შეიძლება ასე!!!" — გიორგი გიგაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მზექალა შანიძე: ჩვენ ძალიან დავზარალდით იმით, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირი არ გვქონდა, ამ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა

"ჩვენმა ისტორიულმა წარსულმა, ევროპას საკმაოდ ჩამოგვაშორა. იზოლაციაში იყო საქართველო. სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში…