ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

15 Oct. 2024, 12:16

"ვატყობ, ეს და კიდევ რამდენიმე ამის კოლეგა ელჩი ბომბეი-ლონდონის რეისს გაჰყვება სამშობლოში მალე.

რატომ ბედავს ამდენს?

იმიტომ, რომ თავი პლანტატორი ჰგონია და თავის პლანტაციაში, რასაც უნდა იმას კადრულობს.

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები, ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ. შენ გგონია, ბუნდესტაგის სამარცხვინო წარმომადგენელი როთი რომ ჩამოახირეთ აქ და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა, დაგვავიწყდა?! შენ ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებია შენი ქვეყნის შემარცხვენლის ნაძირალობაზე.

26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყველას ყელყელაობა საქართველოში".

ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას. ელჩმა X-ზე დაწერა, რომ "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".

ელჩი სავარაუდოდ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე თქვა, რომ არ იცის, ვინაა ეს ქალბატონი, "ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს

ახალი სტრატეგიული ნაშრომის თანახმად, NASA-ს მომავალი მთვარის ბაზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სპეციალური…