მოქალაქის თქმით, უცნობი პირი, რამდენიმე დღეა სკოლებიდან ბავშვების წაყვანას ცდილობს, პოლიცია კი არაფერს აკეთებს
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არაადეკვატური ადამიანი, რამდენიმე დღეა ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან, ჩემი საკუთარი მანქანიდან და პოლიცია ამბობს, რომ დანაშაული არ იკვეთება და ვერაფერს მოიმოქმედებენ" — ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ანა მღებრიშვილი ავრცელებს.
"ცოტა გრძელი ამბავი გამომივა, მაგრამ სადაც საქმე ჩვენი შვილების, პატარა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ვფიქრობ, აუცილებლად წასაკითხია.
იმან, რაც დღეს გადაგვხდა, ჩემი 9 წლის გოგონაც უკიდურესად შეაშინა და თავი ამ ქალაქში ძალიან დაუცველად მაგრძნობინა!
დღეს დილით, სანამ ჩემს შვილს - 9 წლის ნატას სკოლაში წავიყვანდი, გზად დედამთილთან უნდა გამევლო, დამეტოვებინა გარკვეული ნივთები. მანქანა გავაჩერე სადარბაზოსთან შორიახლოს, სადაც იმ დროისთვის არავინ შემინიშნავს. მძღოლის მხარეს მანქანის კარი ღია დავტოვე, შევედი სადარბაზოში და წამიერად გამოვბრუნდი - ლიფტს გავაყოლე ნივთები. დაბრუნებულს, მანქანაში მხვდება თვალცრემლიანი, ატირებული ბავშვი და როდესაც ვკითხე რატომ ტიროდა, მიმანიშნა ეზოში, მანქანასთან ახლოს მდგომ პიროვნებაზე და მითხრა, რომ აღნიშნული პიროვნება ცდილობდა მანქანის იმ კარის გაღებას, სადაც ჩემი შვილი იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გოგომ მოიფიქრა და კარი ღილაკით ჩაკეტა, კვლავ გააგრძელა კარზე ჯაჯგური და წინა კარებთანაც გააგრძელა იგივე. მაშინვე, აღელვებული გადმოვედი მანქანიდან და მივადექი ამ ადამიანს, ვეცადე გამეგო რა უნდოდა ბავშვისგან, მანქანისგან და საერთოდ რა მიზნით მიუახლოვდა მანქანას, რაზეც ვერ მივიღე ადეკვატური პასუხი. ხან მეუბნებოდა, რომ ამოწმებდა კარი ღია იყო თუ არა, მერე ახსენა, დასუფთავებაში ვმუშაობ და ველოდები ფორმას როდის მომიტანენო, ხან ჩემი უფროსის მანქანა მეგონაო, მოკლედ სრული ბოდვა.
გამომდინარე იქიდან, რომ დრო არ მქონდა, გავაფრთხილე აღნიშნული პიროვნება რომ კიდევ ერთხელ თუ დავინახავდი ამ ტერიტორიაზე პოლიციას მივმართავდი. გზაში ბავშვი დავამშვიდე და დეტალურად გამოვკითხე მომხდარზე. ბავშვმა გამიზიარა, რომ ძალიან შეეშინდა და ეჭვი ჰქონდა, იყო თუ არა ეს ადამიანი იგივე პიროვნება, ვისზეც წინა საღამოს ჰყვებოდა ჩემი უფროსი შვილი, 12 წლის ალექსანდრე. ახლა ალექსანდრეს მიერ მოყოლილი ამბავი: "დე, დღეს ჩოგბურთიდან ბებოსთან რომ ვბრუნდებოდი, 124-ე სკოლასთან ვიღაც კაცი ცდილობდა ბავშვის წაყვანას, იძახდა ჩემი შვილიაო. პატრული იყო მოსული და ვიღაცები ჩხუბობდნენ." ალექსანდრეც დავამშვიდე, ვუთხარი, რომ შესაძლოა მშობლებს აქვთ კონფლიქტი და ალბათ მართლა თავისი შვილის ნახვას ცდილობდა მამა.
გზად მაინც ვერ მოვისვენე, დავრეკე 112-ში, მოვუყევი აღნიშნული ინციდენტის შესახებ, ჩავაწერინე ზუსტი მისამართი, აღვწერე ამ პიროვნების ვიზუალი და ვთხოვე ტერიტორიის გადამოწმება და მისი ვინაობის დადგენა. ადგილზე მიბრუნებას თავიდან არ ვაპირებდი, თუმცა საპატრულოს თანამშრომლის ზარის შემდეგ, როდესაც მივხდი, რომ მხოლოდ ჩემს ზარს არანაირი მოქმედება არ მოჰყვებოდა, ვუთხარი რომ 10 წუთში დავბრუნდებოდი შემთხვევის ადგილზე.
ამ ტრაგიკომედიის დაუჯერებელი სცენარი იწყება იქიდან, რომ პატრულმა ვერც კი იპოვა ზუსტად ნაკარნახევი მისამართი (ვინმე რომ მკლავდეს, ალბათ არავის იმედი არ უნდა მქონდეს..) შევხდით ახლოს მდებარე (124-ე) სკოლასთან და ერთად მივედით კორპუსთან. ის ბიჭი ისევ სადარბაზოში იდგა. ადგილზე ორივეს დაგვისვეს კითხვები, მე უფრო დეტალურად მოვყევი ისტორია, ამ ბიჭისგან კი ადეკვატური პასუხი ვერ მიიღეს. იმავეს პასუხობდა რასაც მე.
ახლა იწყება მთავარი... ამ კორპუსის წინ მდებარეობს ასევე 128-ე საჯარო ბაღი. მშობლები იქვე მოძრაობენ რეპლიკებით: ".. უი, ეს ის ბიჭია" ზოგმა მითხრა, უი რა კარგია პატრული რომ გამოგიძახებიაო... აქვე გამოიარა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ (თვითონ წარადგინა თავი ასე, არც სახელი ვიცი, არც გვარი), გაერკვა სიტუაციაში მანქანიდან გადმოუსვლელად და მოგვახსენა, რომ ეს პიროვნება გუშინ 128-ე ბაღის ტერიტორიაზე იყო და იქაც იძახდა, რომ ბავშვი ჰყავს წასაყვანი.. ანუ, ხალხო, არაადეკვატური ადამიანი, რამდენიმე დღეა უკვე ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან, ჩემი საკუთარი მანქანიდან და პოლიცია ამბობს, რომ დანაშაული არ იკვეთება და ვერაფერს მოიმოქმედებენ!!! ასევე, ყველამ ყველაფერი იცის, მშობლებმა, მეზობლებმა, მაგრამ ხმას არავინ იღებს!! ბაღის ჩათებში ვრცელდება ამ ბიჭის ფოტო, ფრთხილად იყავითო, თუმცა პოლიციას არავინ იძახებს…
საბოლოო ჯამში, აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა იმავე ეზოში, მეორე სადარბაზოში მცხოვრები პირი (არასდროს მინახავს ამ ტერიტორიაზე) და აქვს გარკვეული მენტალური პრობლემები. მეზობლების თქმით დაახლოებით 1 წლის წინ ცოლი გაშორდა და ჰყავს ასევე დაახლოებით 7 წლის შვილი, რომელსაც როგორც ჩანს “ხედავს” სხვა ბავშვებში…
მოკლედ 2 საათი ვიდექით, ვმსჯელობდით და ალაგ-ალაგ ამ ბიჭის ბოდვებს ვუსმენდით. ცოტა ხანში ადგილზე მოვიდა საპატრულოს მიერ გამოძახებული სასწრაფო და საგამოძიებო სამსახური. სასწრაფომაც თავდაპირველად უარი განაცხადა მის რაიმე დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამბობდნენ, რომ აქვს "ბელაია", რაც სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებდა. მოკლედ, ყველა უმოქმედოდაა, მე კი დაჟინებით ველოდებოდი რაიმე რეაგირებას.
სასწრაფოს თანამშრომელმაც, არაა აგრესიული, კლინიკაშიც ვერ გადავიყვანთო...
ახლა საზიზღარი რაღაცის დაწერა მომიწევს, თუმცა ფაქტია. საპირფარეშოში მინდაო, დაიცა კაცოო, არავინ არსად გაუშვა, არავინ აჰყვა სახლში. როგორც ჩანს ვეღარ მოითმინა, იქვე მოისაქმა… ზოგმა გაიცინა, ზოგიც დაიჯღანა. საერთოდ არაა სასაცილო. ამის მერე კი აუშვეს სახლში, შარვალი გამოიცვალეო. ავიდა, ჩამოვიდა იგივე შარვლით რომლის ელვა არ ჰქონდა შეკრული და ფაქტობრივად ნახევრად შიშველი გამოგვეცხადა, ანუ იმის თავი და გაანალიზების უნარიც კი არ ჰქონდა რომ ადეკვატურად ჩაეცვა. არც აღნიშნული აღმოჩნდა პოლიციისთვის სადმე გადაყვანის მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ მგონი კანონი არეგულირებს ამ საკითხს… უთხრეს, შარვალი ნორმალურად ჩაიცვიო და ეს იყო და ეს.. დრო და დრო ამ ბიჭს აშკარად ჰალუცინაციები ჰქონდა. იქ ბავშვია ლიფტში გაჭედილი, წავალ გამოვიყვანო… თოკით უნდა ავცოცდეო… მოკლედ…
რადგან მე მაინც ველოდებოდი გარკვეულ საპასუხო ქმედებას პოლიციის მხრიდან, გამომძიებლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს სასწრაფოს მისი კლინიკაში გადაყვანა. როგორც იქნა დაითანხმეს და გულითადი მადლობაც გადაუხადეს... იქ ყოფნის 3 საათის განმავლობაში დავრეკე 124-ე სკოლაში, გავესაუბრე დირექტორსაც. სკოლას, როგორც უკვე დავწერე ჰყავდა გამოძახებული ადგილზე პოლიცია თუმცა, როგორც დირექტორმა მითხრა, უბრალოდ არაადეკვატურად ჩათვალეს და გაუშვეს… სანამ დავიშლებოდით ბაღის გამგემაც გამოიარა, რომელსაც კითხვა დავუსვი რატომ არ გამოიძახა პოლიცია. გუშინ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია ბაღის ტერიტორიაზე, დღეს კი დაცვის თანამშრომელი უფრო მობილიზებულიაო.
მინიმუმ 2 დღის მანძილზე, ეს ბიჭი დადის ქუჩაში, სკოლებში, ბაღებში... პატრონი არ ჰყავს.. რა მოელანდება, ვის ბავშვს მოკიდებს ხელს, ვის შეაშინებს თუ ვის მოკლავს არავინ იცის. პრევენციის ზომები? სანამ უბედურება დატრიალდება არავინ დარეკავს 112-ში? ან დარეკვას რა შედეგი მოაქვს? გიჟია და ვერ ვაკავებთ არ არის გამოსავალი. მშობლებმა რა ვქნათ? როდემდე ვიცხოვროთ შიშებში? უბედურება დატრიალდება, მერე ვიგლოვოთ კიდევ ერთხელ მთელმა ქვეყანამ ვინმეს ბავშვი... ვწეროთ და ვიკითხოთ სტატუსები..." — წერს მოქალაქე.
NEWS.On.ge დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხს არკვევენ და დასრულების შემდეგ შესაბამის ინფორმაციას მოგვაწვდიან.
მასალა განახლდება.
-
"საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში "საგანძურის მარათონი" და ფულადი პრიზები — ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა "ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას სტრატეგიას — "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", "მოღალატეობრივ მიდგომას" უწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კომენტარები