ზურა ფარჯიანი

ზურა ფარჯიანი

11 Oct. 2024, 11:53

"1755 წლის 1 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, თითქმის მთლიანად დაანგრია 7.7 ბალიანმა მიწისძვრამ და შემდგომმა ცუნამიმ.

მიწისძვრა დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა და ქალაქის ცენტრში 5 მეტრი სიგანის ორმოები გააჩინა.

ჯამში ლისაბონი დაინგრა და 50,000 ადამიანი მოკვდა.

ლისაბონის აღდგენა მოხერხდა 30 წელზე ნაკლებ დროში.

დუბაი 30 წელიწადში 0-დან მსოფლიო მეგაპოლისი გახდა.

ასეთი დაქცეული რა დაგხვდათ ბატონო ბიძინა 2012-ში? იქნებ ბაობაბების ნაცვლად თქვენი კორუმპირებული და ნეპოტიზმით გაძეძგილი ხელის ბიჭებისთვის მიგეხედათ ეს 12 წელი? იქნებ "გუთენ ტრაკენის" სტანდარტით არ "გეშენებინათ" ქვეყანა? იქნებ "ღირსებით" კი არა წესიერად, წესების დაცვით გევლოთ ევროპისკენ? არა? 25-30 წელიო.

და ბოლოს — ვინ გიწერთ ამ ტექსტებს ბატონო ბიძინა, ლადო ხინჩაგაშვილი?“

ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ყოფილი წევრი, ზურა ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს და ქართლი ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბათუმში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ "12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები აქვთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს

ახალი სტრატეგიული ნაშრომის თანახმად, NASA-ს მომავალი მთვარის ბაზის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სპეციალური…