კახა კალაძე

8 Oct. 2024, 14:59

არანაირი ფასი არ აქვს - გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ ვიცით როგორ იწერება აღნიშნული რეზოლუციები.

ახლა გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ მაგალითად, ეს კონკრეტული რეზოლუცია, ვიღაცის ლობირებით (ვიღაცას ფულის მისცეს!) და ამის შედეგად დაიწერა აღნიშნული რეზოლუცია

[...] აი, მაგალითად, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ხო?

რატომ? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ იცავს თავის ქვეყნის ინტერესს, იცავს ხალხის ინტერესს, იცავს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს იცავს!

რა არის მიზეზი, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაჭიდი, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა რაღაც ისეთი, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველია, დამაზიანებელია (ასცდა ევროპულ კურსს, მიდის სხვაგან) რაღაც ხომ უნდა იყოს?

რეალურად არ არსებობს არაფერი.

განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

დღეს, ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს განიხილება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის ვებგვერდის მიხედვით საქართველოში ვითარების შესახებ განცხადებას წარადგენს.

რეზოლუციის შესახებ დებატები ბრიუსელის დროით დაახლოებით 5 საათზე გაიმართება.

ამასთან, კენჭისყრა ჩატარდება ხვალ, 9 ოქტომბერს.

 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ