საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა.
"ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც ინოვაციური ციფრული გადაწყვეტებით მოწინავე ადგილს იკავებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებენ", — განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო რეგიონში სხვადასხვა მიღწევის შედეგად მიიღო. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება; ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკის, ასევე სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ.
"ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ შეუფასებელ ძალისხმევას, რათა დავნერგოთ რეგიონსა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტები და სერვისები. ჩვენი გუნდის 8000-ზე მეტი წევრი მიჰყვება წლების წინ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ ვიყოთ რელევანტური ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყოველდღიურ საქმიანობაში, Global Finance-ის ჯილდო კი ამის საუკეთესო აღიარებაა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროგრესს ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების გასაზიარებლად", — განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Global Finance-ის დაჯილდოებაზე ჯამში 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო.
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან ალექს რაუფოღლუს ცნობით, ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს ნიუ-იორკში 22 სექტემბერს შეხვდებიან
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
კომენტარები