ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო
ფოტო: ლიბერთი
ლიბერთი ბანკი დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების — Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ და გადაეცა ჯილდო Leading Innovator in Banking Functionality Award 2024 ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის.
ასევე, Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს.
ლიბერთი, უკვე რამდენიმე წელია მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ბანკი წარმატებით პარტნიორობს Penki Kontinentai Group-თან, და მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან, რომლებიც ჯგუფის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ. მათთან თანამშრომლობით წარმატებით დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.
დღეისათვის, ლიბერთი მომხმარებელს სთავაზობს 15-ზე მეტ ინოვაციურ ფუნქციონალს ბანკომატებში. მათ შორისაა: საერთაშორისო გზავნილების მიღება, სამომხმარებლო სესხის აღება, სოციალური მომხმარებლისთვის კომუნალური სერვისების გადახდა და თანხის შეტანა იურიდიული პირის ანგარიშზე.
"ეს ჯილდო არის ლიბერთი ბანკის ლიდერობის დადასტურება საბანკო ინოვაციებში. ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინსვლისკენ და აღტაცებით ვადევნებთ თვალს, თუ სად მიგვიყვანს იგი მომავალში. ლიბერთის ხედვა ემთხვევა ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციას საბანკო საქმეში. ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ მათ მიღწევებს და მიზნად ვისახავთ ხანგრძლივ პარტნიორობას", — იდრაკას დადაშოვასი, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარე.
"ჩვენთვის, ძალიან სასიხარულოა ეს საერთაშორისო აღიარება და პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება. აღნიშნულ კომპანიებთან Penki kontinentai Group და Diebold Nixdorf, მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მათი მხრიდან ასეთი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს და ლიბერთის, როგორც ინოვატორი ბანკის პოზიციას რეგიონში.
ლიბერთის სტრატეგიაა უნივერსალიზაცია და ყველა საბანკო სერვისის გაციფრულება და დღეს, Penki Kontinentai Group - თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ინოვაციების დანერგვისა და განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", — გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების ოფისის ხელმძღვანელი.
Penki Kontinentai წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგს, რომლის შემადგენლობაში შედის BS/2 და Ashburn International. შვილობილი კომპანიების წყალობით აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და ესპანეთში, კომპანია ემსახურება ბანკებს, ფინანსურ დაწესებულებებს, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების კომპანიებს. ძირითადი მიმართულებები მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და დანერგვას, თვითმომსახურების არხების განაწილებას და აუთსორსინგს. BS/2-ის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში. Penki Kontinentai უკვე 30 წელზე მეტია Diebold Nixdorf-ის, საბანკო და საცალო ვაჭრობის აღჭურვილობის გლობალური ლიდერის, ოფიციალური პარტნიორია.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 652 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
კომენტარები