ამ ტიპის ღონისძიებები ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა — აგრონომიის სტუდენტი ბაიარენაზე
2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში აგროსფეროს ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, ბაიარენა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდის მოყვანისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს. ბაიარენას დაესწრნენ აგროსფეროს სტაჟიორი სტუდენტებიც, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის მე-3 კურსზე სწავლობენ.
რით იყო საინტერესო ბაიარენა მათთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებები მათი განვითარებისთვის? — ამ და სხვა საკითხებზე სტუდენტებს ვესაუბრეთ.
რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს შეხვედრა თქვენთვის?
ნიკა ბერიაშვილი: ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე. ასევე, გავეცანი კომპანია აგროსფეროს დასახულ მიზნებსა და მათ მიღწევებს რეგიონში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
შეხვედრის განმავლობაში ორგანიზატორებმა განიხილეს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, გაგვაცნეს ისიც, თუ რა აგროტექნიკური სამუშაოები ჩატარდა მცენარის ვეგეტაციის პერიოდში. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ სიმინდის ნაწილი დათესილი იყო ურწყავ ზონაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი იყო მოსავლიანობა. ეს კი იმ კონკრეტული ჰიბრიდის უპირატესობაზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანი იყო მოწვეულ ფერმერებთან კომუნიკაციაც, რაც ქართველ ფერმერებზე შეხედულების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. კერძოდ, შევიტყვე ის, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და როგორ უდგებიან სამეურნეო საქმიანობას.
ლუკა პავლიაშვილი: პირადად ჩემთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბევრი რამ შევიტყვე Dekalb-ის ჰიბრიდების შესახებ, ასევე, ზოგადად, სიმინდის კულტურის მოყვანაზე. შემექმნა წარმოდგენა აგროტექნიკურ სამუშაოებზე, ხარჯებზე, რეალიზაციის გზებზე და იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს.
ნანიკო საბელაშვილი: ღონისძიებაზე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი სიმინდის სხვადასხვა ტიპის ახალ სათესლე მასალას, გამეგო მათი უპირატესობების შესახებ და, რაც მთავარია, უშუალოდ დავკვირვებოდი ამ ჰიბრიდებისგან მიღებულ მოსავალს.
როგორ შეიტყვეთ ბაიარენაზე და რამდენად ხშირად ესწრებით მსგავს ღონისძიებებს?
ალექსანდრე კოშაძე: ბაიარენას შესახებ უნივერსიტეტში აგროსფეროს წარმომადგენლებისგან გავიგე, დამაინტერესა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. შეხვედრა ძალიან ინფორმატიული იყო და ბევრი ახალი რამ შევიტყვე სიმინდის კულტურაზე, რაც ჩემს პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო ხშირად დავესწრები ამ ტიპის ღონისძიებებს.
ლუკა პავლიაშვილი: ბაიარენაზე მეც აგროსფეროს დახმარებით გავიგე და პირველად მოვხვდი მსგავს ღონისძიებაზე. შეხვედრაზე დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების ხშირად ჩატარება და სტუდენტებისთვის მათზე დასწრების შესაძლებლობის მიცემა.
მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის ღონისძიებები სტუდენტებისთვის?
ნანიკო საბელაშვილი: ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც დამწყები აგრონომისთვის, რომელიც ახლა იწყებს ამ სფეროში გზის გაკვალვას.
ნიკა ბერიაშვილი: ისინი პროფესიულ სფეროსთან დაახლოების შესაძლებლობას გვაძლევს და გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობა საქართველოში, რა ინოვაციები ინერგება დარგში და ა.შ. ასევე, უშუალოდ ვხდებით პროფესიონალებსა და ფერმერებს, რაც დამწყებ აგრონომებს მეტ მოტივაციას გვაძლევს.
-
გადახედვაEdison Research: ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი გაერთიანების ან მსხვილი კოალიციების პირობებში Edison Research: ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი გაერთიანების ან მსხვილი კოალიციების პირობებში
-
გადახედვა"ოცნება" — 32,3%, "ერთიანობა" — 20%, "კოალიცია ცვლილებებისთვის" — 10,9% — Edison Research ახალ კვლევას აქვეყნებს "ოცნება" — 32,3%, "ერთიანობა" — 20%, "კოალიცია ცვლილებებისთვის" — 10,9% — Edison Research ახალ კვლევას აქვეყნებს
-
გადახედვამასკის განცხადებით, Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს მასკის განცხადებით, Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს
-
გადახედვამეუფე ზენონი: 2008 წლის ომის პროვოცირებაში საქართველოს წარსული ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებას ნიშნავს მეუფე ზენონი: 2008 წლის ომის პროვოცირებაში საქართველოს წარსული ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებას ნიშნავს
-
გადახედვაანა დოლიძე: გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა ანა დოლიძე: გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა
-
გადახედვაივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა
-
გადახედვაPOLITICO: დემოკრატიის უკუსვლის გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს POLITICO: დემოკრატიის უკუსვლის გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს
-
გადახედვაევროკომისიის პრესსპიკერი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც ევროკომისიის პრესსპიკერი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც
-
გადახედვაივანიშვილი: შერიგების თემამ მთელი აგენტურა გამოდევნა უცხოეთიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან ივანიშვილი: შერიგების თემამ მთელი აგენტურა გამოდევნა უცხოეთიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან
-
გადახედვაპაპუაშვილი: უნდათ, რომ იდენტობა გამოგვაცალონ. რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ პაპუაშვილი: უნდათ, რომ იდენტობა გამოგვაცალონ. რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ
-
გადახედვაღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25 პროცენტით დაბეგვრა იქნება მამუკა ხაზარაძე: პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25 პროცენტით დაბეგვრა იქნება
-
გადახედვაპარლამენტთან მოქალაქეები კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივს მიაგებენ პარლამენტთან მოქალაქეები კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივს მიაგებენ
-
გადახედვაჰერმან საბო: "გირჩი" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს ჰერმან საბო: "გირჩი" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს
-
გადახედვათბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის
-
გადახედვაიტალიაში, წყალდიდობის და მეწყერის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს იტალიაში, წყალდიდობის და მეწყერის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
-
გადახედვარატომ ვერ ბერდებიან ტრანსგენდერები საქართველოში — 4 ქალის მკვლელობის ამბავი რატომ ვერ ბერდებიან ტრანსგენდერები საქართველოში — 4 ქალის მკვლელობის ამბავი
-
გადახედვაროდის დაიწყება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია? როდის დაიწყება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია?
-
გადახედვამეწყრულ-ღვარცოფული პროცესები, ძლიერი წვიმა — საფრთხის დონე საშუალო მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები, ძლიერი წვიმა — საფრთხის დონე საშუალო
-
გადახედვაქართული ღვინის თითქმის 70% რუსეთში იყიდება ქართული ღვინის თითქმის 70% რუსეთში იყიდება
კომენტარები