მეუფე ზენონი

19 Sep. 2024, 22:38

"ვიცით,თუმცა გვიწევს გამეორება, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სუვერენული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ომი პროვოცირებული და წარმოებული იყო რუსეთის მიერ.

ქართველ, აფხაზ და ოს ეთნოსებს შორის კონფლიქტებამდე ომის დაყვანა ანტისახელმწიფოებრივი ნარატივია, რაც მხოლოდ დაბრკოლებას შეიძლება წარმოადგენდეს ეთნოსთა შორის ურთიერთობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში და ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.

2008 წლის ომის პროვოცირებაში საქართველოს წარსული ხელისუფლების დადანაშაულება და შესაბამისად, საქართველოს აგრესორ მხარედ წარმოჩენა ნიშნავს საქართველოსგან გამიჯვნას და რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გატარებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუ ეროვნული თვითმყოფადობის პოსტულატებს დეკლარირებენ, არ უნდა სჭირდებოდეთ იმის შეხსენება, რომ სამშობლოსათვის ფიზიკური მსხვერპლშეწირვა სისავსით გამოხატავს ყოველგვარ ეროვნულ იდეალს.

უახლესი ისტორიული გამოცდილება და მეხსიერება მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეწირულთა მტკიცე პატივისცემას, რაც ნიშნავს, მათ მიერ საკუთარი სისხლით გავლებულ ზღუდესთან სწორუპოვარ დგომას"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…