საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია ჰომოფობიურ კანონს უპირისპირდება — ნახეთ განცხადება
ფოტო: DOCA
საქართველოს დოკუმენტურმა ასოციაციამ ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ჰომოფობიურ კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ასოციაცია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობის შესახებაც აკეთებს კომენტარს:
"გუშინ თბილისში ყველასთვის ცნობილი, ძლიერი, თამამი ტრანსი ქალი მოკლეს.
ჩვენთვის ნათელია, რომ, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ბეცი პოპულიზმი ან თავისუფლების კონტროლის მცდელობაა, ერთი მოქალაქისთვის ის ტრაგიკულ დასასრულს ნიშნავს.
კანონი “ოჯახური ღირებულებების შესახებ” საფრთხეს უქმნის ქვიარ ადამიანების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს. ასევე, ეს კანონი მალე აკრძალავს სხვადასხვა შემოქმედებითი გამოხატვის ფორმებით — იქნება ეს კინო თუ სხვა — გადმოვცეთ ტრანსი და ქვიარ ადამიანების ამბები, გავუზიაროთ ეს ამბები აუდიტორიას. ეს კანონი აკრძალავს კესარია აბრამიძის ტრაგიკული ამბის გადმოცემას და მაყურებლამდე მიტანას, საბი ბერიანის, ბიანკა შიგუროვას, ზიზი შეყილაძის და სხვა უცნობი ტრანსი ქალებისა, რომლებიც ბოლო წლებში ადამიანების სისასტიკემ თუ გულგრილობამ იმსხვერპლა.
სხვა შეზღუდვებთან ერთად — იქნება ეს შეკრებისა თუ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება — კანონი ცენზურას აწესებს ფილმებზე, რომელიც არ შეესაბამება ჰომოფობიურ პოლიტიკას, რომელიც ქვიარ ადამიანებზე მოგვითხრობს. ის პირდაპირ ეხება დოკუმენტურ კინოს, რომლის საშუალებითაც მაყურებელს შეუძლია სიღრმისეულად ჩასწვდეს ისტორიებს, ადამიანთა ამბებს. და ვინ განსაზღვრავს რა არის კანონში მოხსენიებული “პოპულარიზაცია” და რა — უბრალოდ ცხოვრება, ხედვა, აზრი?
ეს კანონი უსამართლოა. ის მიმართულია სიტყვის თავისუფლების, შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის თვალებზე ხელებს აფარებს მაყურებელს და პირს უკერავს საზოგადოებას.
იმედი გვაქვს, რომ თავისუფალი აზრის, თავისუფალი თვითგამოხატვის დევნა მალე აღარ იქნება ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი და შევძლებთ ვიმოქმედოთ თანაბარუფლებიან საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანის ღირსეული ადგილი მოიძებნება." — ნათქვამია განცხადებაში.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები