ვიდეოთამაშებში ცვლილებების შეტანა ყველას შეეძლება — EA ახალ სისტემაზე მუშაობს
წარმოიდგინეთ სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ვიდეოთამაშები ნულიდან, ყოველგვარი კოდირების გარეშე. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს შეცვალონ ყველაფერი დაწყებული პარამეტრიდან, დასრულებული პერსონაჟების გარეგნობით.
ამ იდეაზე ვიდეოთამაშების გიგანტი EA მუშაობს. კომპანიამ იდეა სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინა. საუბარია ხელოვნური ინტელექტის სისტემის შემუშავებაზე, რომელიც ვიდეოთამაშებში ცვლილებების შეტანის საშუალებას ყველას მისცემს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ორი მოთამაშე Minecraft-ის მსგავს თამაშს ქმნის. ისინი ხელოვნურ ინტელექტს უთითებენ, თუ როგორ უნდა შეცვალოს თამაში, ამატებენ რა წესებს, როგორიცაა პერსონაჟების გამძლეობა და გარეგნობა.
ვიდეოში ცვლილებები მყისიერად ვლინდება და თამაშიც მალევეა შესაძლებელი. თუმცა, ეს მხოლოდ კონცეპტუალური ვიდეოა. გასარკვევია, რამდენად კარგად იმუშავებს ეს ყველაფერი რეალურად.
ეს ნამდვილად მოსახერხებელია, მაგრამ საფრთხეს უქმნის იმ ინჟინრებსა და მხატვრებს, რომლებიც ამ მომენტისთვის ვიდეოთამაშებზე მუშაობენ.
ვიდეოს განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა. ნაწილს ძალიან ესიამოვნა და აღინიშნა, რომ ეს ვიდეოთამაშებს უფრო მობილურს გახდის. მეორე მხრივ, დაიწერა, რომ ეს უამრავ ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ როდის იქნება ეს შესაძლებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ვითარდება და შესაძლებლობებიც მასთან ერთად.
კომენტარები