პრემიერის განცხადებას შუქრუთელები პასუხობენ
ფოტო: გიორგი ჯამბურია / NEWS.On.ge
უკვე მესამე დღეა, თბილისში, პარლამენტის წინ შუქრუთელების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
დღეს მაღაროელების უწყვეტი პროტესტის 186-ე და შიმშილობის მე-14 დღეა. გაფიცულებიდან ხუთ მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
პროტესტს მმართველი პარტიიდან რამდენიმე პოლიტიკოსი გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლებს და აქციის ორგანიზატორებს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ აღებული.
"ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება" — აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს NEWS.On.ge-სთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებმა გიორგი ბიწაძემ უპასუხა. ბიწაძე ერთ-ერთია, რომელსაც უკვე 12 დღეა პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.
ბიწაძის თქმით, კომპანიამ რამდენიმე მათგანს გადაუხადა მხოლოდ ავანსი გადაუხადა. მაგალითად, პირადად მას 23 ათასი ლარი აქვს აღებული და ეს მაშინ, როცა მისი სახლი სრულად დანგრეულია.
დღეს, 14 სექტემბერს შუქრუთელებმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილი განცხადებებს უპასუხეს. შუქრუთელებმა ასევე საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდეს.
NEWS.On.ge განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით. ჭიათურიდან აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედით და რამოდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენს და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს.
როგორც იცით, 14 მარტიდან უწყვეტი საპროტესტო აქციას ვმართავთ ჭიათურაში, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან. მთელი ამ 6 თვის განმავლობაში არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლაც, როცა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ვართ, პარლამენტის თავჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც კი არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად.
სამაგიეროდ, იმეორებენ ჯორჯიან მანგანეზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს მიღებული, რაც სიცრუეა და მზად ვართ, ეს დოკუმენტურად დავამტკიცოთ.
ამიტომ, ვითხოვთ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში.
ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა – ჯორჯიან მანგანეზმა მიყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადოს.
ეს ვალდებულება კომპანიამ იკისრა 2021 წელს, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და იმ თანხებს, რაც მხოლოდ რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულად გაცემულ კომპენსაციას ეძახის. სამწუხაროდ, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას სამართლიანი მოთხოვნის. დაკმაყოფილებამდე.
მივმართავთ პარლამენტს, მთავრობას, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ და ყველაფერი გააკეთონ ჩვენი უფლებების დასაცავად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მართლები ვართ, ჯორჯიან მანგანეზი იმდენად გავლენიანია, უფლებების დაცვას ვერ ვახერხებთ სასამართლოშიც კი.
ამასთან , ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს, რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები და არ ვიჩაგრებოდეთ, ვთხოვთ, ორშაბათს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მოვიდნენ სოლიდარობის აქციაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები