შალვა პაპუაშვილი

12 Sep. 2024, 16:43

რაც შეეხება 14 მილიარდს, რატომ 14 მილიარდი, კუპონია ან არ ვიცი, საერთოდ რას გულისხმობენ, ვერ ვხვდები იმ მხრივ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც ვაკვირდები და ძალიან საინტერესოა. ე.წ. დეზინფორმაციის მამხილებელი "ენჯეო", რომელიც მილიონებს იღებს ამერიკული და ევროპული ფონდებიდან, არცერთს არ გადაუმოწმებია ეს განცხადება, ჩუმად არიან. აიღეს რაღაც რიცხვი და იტყუებიან, თითქოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს საქართველოს. ამ ტყუილს ჩვეულებრივად ხელს უწყობენ. ესეც არის უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში. ეს "ენჯეოები", რომლებმაც, წესით, უნდა ამხილონ სიცრუე, ხელს აფარებენ სიცრუეს უცხოური დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ამის უკან არის პასუხისმგებლობა. ეს "ენჯეოები" ფინანსდებიან ევროკავშირის თუ აშშ-ის საბიუჯეტო თანხებით და პასუხისმგებლობა არის მათი, რომ ცრუ ნარატივებს ხელს უწყობენ. ჩვეულებრივი ტყუილია. სასაცილოა, საერთო ჯამში.

ეს იგივე ხალხია, რომელიც კანდიდატის სტატუსი როდესაც არ მოგვანიჭეს, გვეუბნებოდა – და მაშინ გახსოვთ მათი ლოყების ხოკვა — რომ კანდიდატის სტატუსს მოჰყვებოდა 3 მილიონი თითო სოფლისთვის. გახსოვთ, რა განცხადებებიც ჰქონდათ მაშინ „ენჯეოებს“ და ა.შ. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ჩვენც, მოლდოვამაც, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავთ, რომ ღრუბლებიდან ფული ცვივა. ასევე, სხვა ქვეყნებს მოლაპარაკებები გაეხსნათ და 14 მილიარდი რომელი ქვეყნის ბიუჯეტში ჩაირიცხა, იქნებ ჩარიცხვის ამონაწერიც გვაჩვენონ.

ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს აძლევს. მათ შორის, დღეს ვნახე ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, რომ პირდაპირ 14 მილიარდს ანაწილებენ, აეროპორტში რაღაც უნდა ავაშენოთო. მოუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ. ჯერ ერთი, არჩევნებში გავიდნენ და ვნახოთ, ხალხი რას ეტყვის; მეორეც — საუბრობენ რაღაც ფულზე და ჰგონიათ, რომ ამით უნდა იყიდონ საქართველოს მოსახლეობა. საერთო ჯამში, სამარცხვინოა, რომ ევროპა, ფაქტობრივად, ქართველი ხალხის თვალში აქციეს სალაროდ. მათ ევროპას რაიმე ღირებულებებისთვის კი არ წარმოადგენენ, წარმოადგენენ როგორც სალაროს, რომლისგანაც ვიღაცამ რაღაც ფულები უნდა ჩაგვირიცხოს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 18 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის…