შალვა პაპუაშვილი

12 Sep. 2024, 16:06

"ლელო ამბობს, რომ ევროკავშირში წინ წასასვლელად უნდა ჩავკეტოთ საზღვარი რუსეთთან, დავაწესოთ სანქციები. ლელოს პროგრამა ეს არის — დავუწესოთ სანქციები რუსეთს. და, თუკი ამ გზას დაადგებიან, ეს არის ესკალაციის გზა, რომლის ბოლოსაც გარანტირებულად არის ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ეს მათ საარჩევნო პროგრამაში წერია. იმდენად არიან აბსურდში გადავარდნილები, რომ ფურცელზე დაწერეს ეს ყველაფერი. ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს და ფურცელზე დაწერეს, პირდაპირ მტკიცებულება შექმნეს, რომ ეს არის მათი გეგმა. ანუ ზეპირი განცხადებაც კი არ არის, არამედ მათი გეგმაა, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყებენ ესკალაციას რუსეთთან. თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით," 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება, რაც კი ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ…