CENN Student-Youth Council-ის ბრალდებებს მცდარს და უსაფუძვლოს უწოდებს
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN) სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს (Student-Youth Council) განცხადებას ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდება, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ გაავრცელა, მცდარი და უსაფუძვლოა.
CENN-ში ამბობენ, რომ გრანტის გაცემისას შემფასებელი კომისიის შერჩევის კრიტერიუმებში არ შედის აპლიკანტი ორგანიზაციების რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია/არ რეგისტრაციის საკითხი, ხოლო უკუკავშირს (რის გამო ვერ მოიპოვა გრანტი ორგანიზაციამ) დაინტერესებული პირები წინასწარ დადგენილ ვადებში მიიღებენ.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის მიერ მოწოდებულ წერილობით განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
"CENN-ს სურს გამოეხმაუროს სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს განცხადებას.
ვადასტურებთ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტ "მწვანე გურიას" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
შემფასებელი კომისიის მიერ მოხდა აღნიშნული პროექტის შეფასება, რომელმაც გაიარა, როგორც შეფასების, ისე გასაუბრების ეტაპი.
გასაუბრების შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის არდაფინანსებაზე რიგი მიზეზის გამო. მათ შორის იმის გამო, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო საგრანტო სახელმძღვანელოს მიხედვით დაუშვებელი ხარჯები.
შერჩევის კრიტერიუმებში არ შედის ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაცია/არრეგისტრაციის საკითხი. თუმცა, ვინაიდან ეს არის ფინანსური გრანტი, ჩვენ მოგვეთხოვება, დონორის წესების თანახმად, ვიცოდეთ ორგანიზაციების მდგრადობის საკითხი და გეგმები. შესაბამისად, გასაუბრების დროს ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა რეგისტრაციას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ СENN-ს არ გაუკეთებია არანაირი მოწოდება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. ასევე, აღნიშნული არ ყოფილა შერჩევის კრიტერიუმი.
რაც შეეხება უკუკავშირის მიწოდებას. უკუკავშირების მიწოდება მოხდება წინასწარ განსაზღვრული ვადების თანახმად. უკუკავშირების მიწოდების ვადა ამ ეტაპზე არ არის გასული და CENN აუცილებლად ყველა აპლიკანტს ვადის ფარგლებში მიაწოდებს წერილობით უკუკავშირს," — ნათქვამია CENN-ის წერილობით განმარტებაში.
შეგახსენებთ, დღეს 6 სექტემბერს CENN-ის ოფიციალურ FACEBOOK-ის გვერდზე გავრცელდა განცხადება. სადაც ეწერა, რომ ორგანიზაციამ "მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება" და ის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში რეგისტრირდება.
აღნიშნულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა Student-Youth Council. მათ მიერ გავრცელებულ ტექსტში ეწერა, რომ მათ CENN-მა გრანტი იმ მიზეზით არ მისცა, რომ ისინი რუსული კანონთან დაკავშირებულ რეესტრში არ რეგისტრირდებიან.
-
გადახედვაThe Bear-მა ემის დაჯილდოებაზე პრიზების რეკორდული რაოდენობა აიღო The Bear-მა ემის დაჯილდოებაზე პრიზების რეკორდული რაოდენობა აიღო
-
გადახედვაირაკლი ზარქუა: მიხაილ როთთან რა საერთო გვაქვს?! — არანაირი! ირაკლი ზარქუა: მიხაილ როთთან რა საერთო გვაქვს?! — არანაირი!
-
გადახედვათამარ კორძაია: 14 მლრდ-იანი ინვესტიციის შემდეგ, ქართული ოჯახები გამთლიანდება თამარ კორძაია: 14 მლრდ-იანი ინვესტიციის შემდეგ, ქართული ოჯახები გამთლიანდება
-
გადახედვაკალაძე: სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით? კალაძე: სად არის კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ის მილიარდები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მივიღებდით?
-
გადახედვაბექა ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა რუსეთს აგრესორის პასუხისმგებლობა მოაშორა ბექა ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა რუსეთს აგრესორის პასუხისმგებლობა მოაშორა
-
გადახედვარომან გოცირიძის თქმით, ივანიშვილი, გორში გაკეთებული განცხადებით, რუსეთს უხდის ბოდიშს რომან გოცირიძის თქმით, ივანიშვილი, გორში გაკეთებული განცხადებით, რუსეთს უხდის ბოდიშს
-
გადახედვადედამიწაზე დაბრუნდა ეკიპაჟი, რომელმაც ახლახან კოსმოსში ისტორია დაწერა დედამიწაზე დაბრუნდა ეკიპაჟი, რომელმაც ახლახან კოსმოსში ისტორია დაწერა
-
გადახედვაკახა კალაძის თქმით, ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ოკუპანტებს ბოდიშს მოვუხდით კახა კალაძის თქმით, ივანიშვილს არ უთქვამს, რომ ოკუპანტებს ბოდიშს მოვუხდით
-
გადახედვატაილანდელმა პატარა ჰიპოპოტამმა მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო ტაილანდელმა პატარა ჰიპოპოტამმა მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო
-
გადახედვაქეით უინსლეტმა ტესტოსტერონის თერაპია ჩაიტარა — "თავს კვლავ სექსუალურად ვგრძნობ" ქეით უინსლეტმა ტესტოსტერონის თერაპია ჩაიტარა — "თავს კვლავ სექსუალურად ვგრძნობ"
-
-
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა ლევან ბეჟაშვილი: მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა
-
გადახედვასაბა 2024 — ლიტერატურული პრემიის ფინალისტები დასახელდნენ საბა 2024 — ლიტერატურული პრემიის ფინალისტები დასახელდნენ
-
გადახედვამიხაილ როთი: გერმანია + ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას მიხაილ როთი: გერმანია + ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას
-
გადახედვაირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენს ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენს
-
გადახედვანადირობის სეზონის გახსნიდან 20 დღეში უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოვლინდა ნადირობის სეზონის გახსნიდან 20 დღეში უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოვლინდა
-
გადახედვაCNN: დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ტრამპს აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა CNN: დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ტრამპს აკრიტიკებდა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა
კომენტარები