თეა წულუკიანი

6 Sep. 2024, 11:37

"ბატონი ლაშა სულ ორი თვეა, რაც პოლიტიკაში შემოვიდა და ამ ორ თვეში მოახერხა და დაიწყო საკუთარი თავის მოკვლა.

იმის ფონზე, რომ როგორც ვივამედში მყოფმა კრიმინალმა გვამცნო, როცა ლაშა ბაქრაძე წარმოადგინეს, მასზე ამყარებდნენ ახალ იმედებს, ამ პოლიტიკური ძალისთვის დასანანი უნდა იყოს, რომ ასეთმა ახალმა სახემ სულ ორ თვეში პოლიტიკურად დიდი დარტყმა მიაყენა მათ, მათვე დაუშვეს შეცდომა, რომ სრულიად გამოუცდელი ადამიანი შეაგდეს ტატამზე.

აქ ალბათ ცოტა პოლიტიკური გაკვეთილებიც ყველას სჭირდება. მე მაგალითად, არ დამეზარებოდა (ამას არ ვამბობ ჩემთვის ჩვეული ირონიით), გულწრფელად ვამბობ, თუ ბატონი ლაშა მოისურვებს, მიუხედავად იმისა, რა იქნება დისციპლინარული პროცედურის შედეგი, გაბრაზდება თუ არ გაბრაზდება, კმაყოფილი იქნება თუ სხვა, რომ მე მას შევხვდე და 1-2 პოლიტიკური რჩევა მივცე.

მიუხედავად ამისა, მისი გამონათქვამი ჩემს თავზე არ აღმიქვამს, გამეცინა, რადგან სახეზე იყო აბსოლუტური ზედაპირული გამოუცდელობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ეს ყველაფერი არის ჩემი პოლიტიკური შეფასებები, რაც შეეხება სამართალს, ამას ვნახავთ მომდევნო დღეებში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს

Anthropic მასშტაბური სასწავლო პროგრამის, Claude Frontier Academy-ს, დასაწყებად 100 მილიონი დოლარს გამოყოფს. ინიციატივის…