ვახტანგ მეგრელიშვილი

30 Aug. 2024, 18:17

"ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, დანარჩენები პარტიები არ არიან. არის ორი პოლიტიკოსი, რომელსაც ხელისუფლება უნდა — სააკაშვილი და ივანიშვილი. ყველაფერი დანარჩენი მასკარადია, რომელიც ამის გარშემო იქმნება. ჩვენი წარმოდგენით, მოსახლეობა რომ არ დაბნეულიყო, ხალხი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთანაა ახლოს, რეალურად უნდა გაერთიანებულიყო მიშას გარშემო, და ქართული ოცნებისთვის ლანძღვის, სიცრუეში, სიყალბეში ბრალდებების წაყენების შესაძლებლობა არ უნდა მიეცათ. სიმართლე იქნებოდა, რომ იქით დაჯგუფებულიყო ნაციონალური მოძრაობის ფლანგი, აქეთ – ბიძინა ივანიშვილთან ვინც არის. შესაბამისად, ჩვენც დავრჩენილიყავით, როგორც ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში და ქართველი ხალხი თუ მოგცემდა ლეგიტიმაციას, რომ, ჩვენი მეშვეობით, ამ ორი ადამიანის დაპირისპირების გაჩერების შანსი არსებულიყო, ჩვენ ამას სასწაულს ვეძახით და იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი სასწაულს მოახდენს, დაინახავს არსებულ რეალობას, მგონი, მიხვდება, რომ არაფერ შუაში არ არის აქუბარდია, გახარია, ლელო და ასე შემდეგ.

ქართველი ხალხის იმედი მაქვს, განსხვავებით კოლეგებისგან, რომლებსაც ქართველი ხალხი, ძირითად შემთხვევაში, იდიოტი ჰგონიათ. წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში ვინმე ვნახოთ სათანამშრომლოდ, თუმცა ნორმალური ადამიანებისთვის ჩვენი კარი ღიაა, დღემდე ღიაა. ჩვენი პრაიმერიზი არ დასრულებულა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგ ფორმაში ვხვდებით წინასაარჩევნო კამპანიას“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება

დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.…