რომელია სამყაროში ყველაზე დიდი სტრუქტურა და რა ვიცით მასზე
როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა არის სამყაროში ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ კვლევის ობიექტის განმარტება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა იგულისხმება ამაში; ზემასიური შავი ხვრელი, თავად გალაქტიკები, თუ კონკრეტული სტრუქტურა, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი ერთად შედის. ამ პრინციპით, სამყაროს ყველაზე დიდი სტრუქტურა კოსმოსური ქსელია.
მაშ ასე, სამყარო შემდეგნაირად არის მოწყობილი: გალაქტიკები გვხვდება საკმაოდ იზოლირებულად, ჯგუფურად ან გროვებად. მთლიანობაში, ისინი ჩართულია გალაქტიკების სუპერგროვაში. ეს სუპერკლასტერები დაკავშირებულია ე.წ. ძაფებით, ხოლო მათ შორის უზარმაზარი სიცარიელეა. კოსმოსურ მასშტაბებზე ეს "ქსელი" ასახავს სტრუქტურებს შორის ურთიერთკავშირს.
იმაზე დიდი, ვიდრე წარმოგიდგენიათ
თავად კოსმოსური ქსელის სტრუქტურის დანახვა ადვილი არ არის. გალაქტიკების გროვებსა და სუპერკლასტერებს შორის კავშირს სუსტი გაზი ქმნის. სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის გაგება პირველ რიგში გალაქტიკების დიდი მასშტაბებით განაწილების აღმოჩენით შეიძლება და ეს შედარებით ახალი მიგნებაა. ასეთი სტრუქტურების შესწავლა მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო. თუმცა, ახლახან შევიმუშავეთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საკმარისად მგრძნობიარეა ასეთი "ძაფების" უშუალოდ შესასწავლად. ეს გვაძლევს საშუალებას დავინახოთ და აღვიქვათ ასეთი კოსმოსური ქსელები.
გაზი არ არის ძაფების ერთადერთი კომპონენტი. ძაფები შედგება ბნელი მატერიისგან, მატერიის ჰიპოთეტური ფორმისგან, რომელიც სამყაროს მასის 27-პროცენტია. მას ბნელი იმიტომ ჰქვია, რომ ის უხილავია და არ ურთიერთქმედებს სინათლესთან. დღეს ჩვენ არ გვაქვს მისი არსებობის პირდაპირი მტკიცებულება, მაგრამ სწორედ კოსმოსური ქსელია ის, რომელიც ბნელი მატერიის არსებობის მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს.
ცნობისთვის, ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 6%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს კოსმოსური ქსელები უბრალოდ წარმოუდგენლად დიდია.
რამდენად დიდი?
კოსმოსურ ქსელს თავისი წესები აქვს. ის შედგება ქსელებისგან, რომლებიც გალაქტიკებს აკავშირებს. ეს ყველაფერი რამდენიმე მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. და მაინც, სად გადის კოსმოსური ქსელის ლიმიტი?
ამაზე პასუხი 300 მილიონი სინათლის წელიწადია. თუმცა, თუ სამყაროს "ზემოდან დავხედავთ", კოსმოსი ერთგვაროვანი და იზოტოპური გამოჩნდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ის ყველა წერტილში ერთნაირი იქნებოდა. ამ მასშტაბით, სიცარიელეს და ძაფებს მნიშვნელობა აღარ აქვს.
სტანდარტული მოდელი არ გამორიცხავს სტრუქტურებს, რომლებიც 300 მილიონ სინათლის წელზე მეტია. თუმცა, ყველაზე დიდი სტრუქტურა, რომელსაც ახლა ვხედავთ სწორედ 300 მილიონ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული.
კომენტარები