ვინ უზრუნველყოფს ელექტრონულ სერვისებს არჩევნებზე — რა ვიცით Smartmatic-ის შესახებ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია Smartmatic-ის შესახებ

კომპანია Smartmatic რამდენიმე კვირის წინ ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების სკანდალში გაეხვა, რამაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა.

ქართულ მედიაში Smartmatic-ისადმი განსაკუთრებული ინტერესი იმან განაპირობა, რომ სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ოქტომბრის არჩევნები ელექტორნული სერვისებით.

რას წარმოადგენს კომპანია Smartmatic, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება ელექტრონული სერვისებით უნდა უზრუნველყოს?

Smartmatic-ის მოკლე ისტორია

საერთაშორისო კომპანია Smartmatic, რომელიც საარჩევნოდ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემებზეა სპეციალიზებული, 2000 წელს აშშ-ში სამმა პარტნიორმა: ანტონიო მუხიკამ, ალფრედო ხოსე ანზოლამ და როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა შექმნეს. Smartmatic-ს, 30-ზე მეტ ქვეყანაში, 100-ზე მეტი არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს.

კომპანიას ვენესუელაში საარჩევნო პროცესების ავტომატიზაციისთვის კონტრაქტი 2004 წელს გაუფორმდა. 2004 წლიდან მისი საარჩევნო ტექნოლოგია გამოიყენება აფრიკაში, არგენტინაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, ბულგარეთში, ჩილეში, ეკვადორში, იტალიაში, მექსიკაში, ფილიპინებში, სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატებში, ვენესუელასა და საქართველოში.

Smartmatic და საქართველო

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოში არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით უნდა ჩატარდეს.

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საერთაშორისო კომპანია Smartmatic-თან თანამშრომლობით ჩატარდება.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია Smartmatic-მა ხელშეკრულება გასული წლის აპრილში გააფორმეს. სადაც წერია, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია Smartmatic მოემსახურება.

კომპანია Smartmatic-მა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეძენის მიზნით კონსოლიდირებულ ტენდერში (CON) 2023 წლის 20 ივლისს გაიმარჯვა. ტენდერი ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტებელი ნაწილებით/საქონლით), ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის (მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით და მაკომპლექტებელი ნაწილებით/საქონლით), ასევე ლიცენზიებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის ღირებულებამ 54 215 254 ლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ Smartmatic-თან თანამშრომლობით უკვე ჩატარდა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. ასევე 2021-2022 წლებში საქართველოში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული საპილოტე პროექტებიც Smartmatic-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ბრალდებები Smartmatic-ის მისამართით

Smartmatic-თან დაკავშირებით კითხვები 2024 წლის აგვისტოში გაჩნდა, როცა ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა საერთაშორისო კომპანია Smartmatic-ის სამ აღმასრულებელ პირს, ფილიპინების 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ქართულ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია

"რადიო თავისუფლება" წერდა, რომ ამავე საქმეზე მეოთხე ბრალდებული ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანია. ამას გარდა, ფირმის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, როჯერ ალექსანდრო პინატე მარტინეზმა, კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად, მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი გადაიხადა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ ბრალდებულები ინვოისებში ხმის მიცემის თითოეული აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს, შექმნეს ყალბი კონტრაქტები და საბანკო სესხების ხელშეკრულებები. შემდეგ კი თანამზრახველებმა აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფლორიდაში, განთავსებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით, გაათეთრეს ფული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ამ ფაქტის შემდეგ, ლეგიტიმურად გაჩნდა ცესკოს მისამართით კითხვა:

რამდენად სანდოა კომპანია, რომელმაც საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს?

ცესკოს პასუხი Smartmatic-ის ბრალდებებზე

მედიაში გაჩენილ კითხვებს, ცესკომ მალევე უპასუხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დავა მიმდინარეობს არა კომპანია Smartmatic-ის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ეტაპზე გათავისუფლებული არიან კომპანიიდან.

“შეინიშნება ამ თემით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა. ამდენად ფაქტი, რომელზეც საუბარია მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ვერანაირად ვერ აისახება საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აპარატების გამართულ მუშაობას და მის მიმართ სანდოობას", — აცხადებს ცესკო.


ყველაფრის მიუხედავად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს სასამართლო დავა, ამას გავლენა ვერ ექნება საპარლამენტო არჩევნების სანდოობაზე, თუმცა მედია გააგრძელებს Smartmatic-ის საქმის გაშუქებას და კომპანიასაც და ცესკოსაც მოუწევთ საზოგადოებასა და მედიაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია

ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობაზე ილაპარაკა. "სურვილის შემთხვევაში,…