ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე

23 Aug. 2024, 13:32

“ჩვენ ვნახეთ აშშ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა პარისის შთამბეჭდავი გამოსვლა. ასეთი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიული ლიდერის გამოსვლა. ამ გამოსვლის მკვეთრად საპირისპირო იყო ქართული ოცნების გზავნილები, რა უნდათ და როგორ უნდათ სახელმწიფოს მოწყობა. პირველი პუნქტი არის ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა და ცნობილია, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას უწოდებენ ყველა ოპოზიციურ პარტიას. ეს არის დაანონსებული დიქტატურა და, რასაკვირველია, ასეთ ქვეყანას არანაირი შანსი არა აქვს გახდეს ევროპის კავშირის წევრი, მიუხედავად იმ რიტორიკისა, რომ მათაც თითქოს აინტერესებთ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მოძრაობდეს. ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ რუსული კანონის მიღებით მათი კარი დაიკეტებოდა, და კიდევ ერთხელ, როდესაც ქართული ოცნება უარყოფს ასობით ათასი ადამიანის ნებას, ხედვას და ინტერესებს, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არის მთელი ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება. ესენი არიან ხაზინის ქურდები, კონფორმისტები და დაშინებული საჯარო მოხელეები. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს, რათა მან იაროს წინ, ევროპული მომავლისკენ“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
  5. თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, Apple-სა და Google-ს შეიძლება კანონის ძალით მოუწიოთ, ბავშვების…