რატომ უნდა შეაფასოთ თქვენი უძრავი თუ მოძრავი ქონება? — Kreston.ge
ფოტო: კრესტონი
უძრავი და მოძრავი ქონების, თუ ზოგადად აქტივების საკუთრების მუდმივად განვითარებად სფეროში, თქვენი ქონების ნამდვილი ღირებულების დადგენა არ არის უბრალოდ ხელსაყრელი, არამედ ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც მრავალი პროცესის წარმართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში იკავებს მთავარ ადგილს. ამიტომაც, ამ სტატიაში განვიხილავთ იმას, თუ კონკრეტულად რატომ არის თქვენი უძრავი ან მოძრავი ქონების შეფასება სწორედ ის ფაქტორი, რომელიც ფარულ პოტენციალს დაგანახებთ და გააზრებული ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.
ქონების შეფასების უპირატესობები
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენს მიერ დაგროვილი სიმდიდრის ეფექტურ მენეჯმენტსა და სამომავლო გეგმების შედგენაში. ეს, თავის მხრივ, გეხმარებათ აქტივების მართებულ ნავიგაციაში. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ უძრავი ქონების ბაზარი ძალიან დინამიკურია, სადაც მუდმივად განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა წინსვლის მთავარი გასაღებია. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქონების რეგულარული შეფასება ერთგვარი კომპასია, რომელიც ბაზრის ტენდენციების შესწავლასა და თავსებადი სტრატეგიების შედგენაში დაგეხმარებათ. ამ ცოდნით შეიარაღებულებს კი, შეგიძლიათ მიიღოთ ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებები და შედეგად, დააგროვოთ მეტი სიმდიდრე.
იმისათვის, რომ საკითხი უკეთ გვესმოდეს ქონების სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში, განვიხილოთ რამდენიმე მათგანის შეფასების დადებითი მხარეები როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის:
უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონება, ხშირად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში აკეთებენ. უძრავი ქონების შეფასება, იქნება ეს სახლის შეფასება თუ სხვა, გულისხმობს ქონების სამართლიანი საბაზრო ღირებულების განსაზღვრას, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. უპირველეს ყოვლისა, ის უზრუნველყოფს ქონების ღირებულების რეალისტურ და მიუკერძოებელ შეფასებას, რაც გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელი ფაქტორია როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის.
გამყიდველებისთვის ზუსტი შეფასების ცოდნა ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი და პოტენციური მყიდველისთვის მიმზიდველი ფასის დადგენას, რაც ზრდის ქონების უფრო სწრაფი და მომგებიანი გაყიდვის ალბათობას. მეორეს მხრივ, მყიდველებს შეუძლიათ გამოიყენონ უძრავი ქონების შეფასება იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი სამართლიან და რეალისტურ ფასს იხდიან კონკრეტული ქონებისთვის. გარდა ამისა, უძრავი ქონების შეფასება ხშირად იპოთეკის დამტკიცებისთვისაც საჭიროა, რაც ამ სერვისს პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
უფრო მეტიც, გასათვალისწინებელია ის დეტალიც, რომ უძრავი ქონების ღირებულება შეიძლება ბაზრის პირობების, რემონტისა და სხვა ფაქტორების მიხედვითაც იცვლებოდეს. რეგულარული შეფასება ქონების მფლობელების მუდმივ ინფორმირებულებას განაპირობებს იმის შესახებ, თუ რა ღირებულებისაა მათი ინვესტიცია, რაც მათ საშუალებას აძლევს გააზრებული და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღონ რეფინანსირების, რემონტის ან თუნდაც ქონების გაყიდვის შესახებ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, უძრავი ქონების შეფასება საჭიროა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქონების გადასახადის დათვლა, როგორც წესი, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებიდან შეიძლება განხორციელდეს. შესაბამისად, უძრავი ქონების შეფასების აუცილებლობა, ძალიან ხშირად, იმიტომ არსებობს, რომ ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადები მართებულად გამოვიანგარიშოთ. ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალი (პირის ან მისი ოჯახის) 40 000 ლარს აღემატება და რომლებიც ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას, თვითნებურად ამცირებენ ქონების გადასახადით დასაბეგრ თანხას, შესაძლებელია დაჯარიმდნენ შემოსავლების სამსახურის მიერ და გარდა ძირითადი გადასახადისა და ჯარიმისა (რომელიც ძირითადი გადასახადის 50%-მდე აღწევს), მათ ასევე შესაძლებელია დაერიცხოთ საურავის თანხები (ძირითადი გადასახადის 0.05% დღეში), რაც ხშირად იმავე თანხამდე აღწევს, რასაც ჯარიმის თანხა შეადგენს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს ზოგადად ისინი ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადს ე.წ. საბალანსო ნარჩენი ღირებულებიდან იხდიან და არა საბაზრო ღირებულებიდან, თუმცა ამის მიუხედავად საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას როდესაც მაგალითად შენობა-ნაგებობაზე ქონების გადასახადის დათვლა და გადასახადის დარიცხვა შენობის საბაზრო ღირებულებიდან შეიძლება მოხდეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, იურიდიულ პირს წარსულ პერიოდზე დაერიცხება მხოლოდ ძირითადი გადასახადის თანხა (ჯარიმისა და საურავის დარიცხვა არ მოხდება), ხოლო საურავის დარიცხვა მოხდება მოთხოვნის წარმოდგენიდან 30 დღის გასვლის შემდგომ, ასევე კომპანია ვალდებული იქნება, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქონების გადასახადი ქონების საბაზრო ღირებულებიდან გადაიხადოს, რის გამოც კომპანიას დროის მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი საგადასახადო ვალდებულებები შეიძლება წარმოიშვას, რისი გადაუხდალობის შემთხვევაშიც კომპანიის საქმიანობა შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეფერხდეს. შესაბამისად იურიდიული პირის მიერ უძრავი ქონების დროულად შეფასებამ კომპანიას მნიშვნელოვანი გართულებები შეუძლია აარიდოს თავიდან.
მოძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონების გარდა, მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომობილები, ხელოვნების ნიმუშები, ოქროსა და ძვირფასი ქვების ნაკეთობები და სხვა პირადი ნივთები, მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია. მოძრავი ქონების შეფასება საჭირო და უცილებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, როგორიცაა სადაზღვევო დაფარვა, ქონების განაწილება და განქორწინებისას ანგარიშსწორება.
დაზღვევის შემთხვევაში, ზუსტი შეფასება უზრუნველყოფს თქვენი ძვირფასი ნივთებისთვის ადეკვატური სადაზღვევო დაფარვის მიღებას. დანაკარგის ან დაზიანების შემთხვევაში, შეფასების ანგარიში სანდო დოკუმენტია სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნისას, რაც დაგეხმარებათ თქვენი აქტივების შესაბამისი ღირებულების აღდგენაში.
ქონების განაწილება გულისხმობს აქტივების გადანაწილებას მემკვიდრეებს ან ბენეფიციარებს შორის. მოძრავი ქონების ყოვლისმომცველი შეფასება ხელს უწყობს სამართლიან განაწილებას, ოჯახის წევრებს შორის დავის თავიდან აცილებას და იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეული მხარე მიიღებს ქონების სამართლიან და ადეკვატურ წილს.
განქორწინების პროცესის დროს, აქტივების გაყოფა შეიძლება სადავო საკითხი აღმოჩნდეს. მოძრავი ქონების შეფასებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია აქტივების ღირებულების განსაზღვრაში, რაც ხელს უწყობს უფრო გამარტივებულ და სამართლიან განაწილების პროცესს, სადაც ორივე მხარე კმაყოფილია.
ბიზნესის შეფასება
ბიზნესის მფლობელებისთვის, მათი კომპანიის ღირებულების გაგება მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმვის, რეორგანიზაციის (მ.შ. კომპანიათა შერწყმის), შესყიდვისა და მემკვიდრეობის საკითხების გადაწყვეტისთვის. ბიზნესის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის საფუძვლიან ანალიზს მოიცავს, მათ შორის, ფინანსური მაჩვენებლების, ბაზრის პირობებისა და ინდუსტრიის ტენდენციების ჩათვლით.
ბიზნესის შეფასება შესაძლოა ძალიან კარგად გამოიყენოთ ინვესტორების ან პარტნიორების მოსაზიდად. ვინაიდან, იგი ბიზნესის ღირებულების მკაფიოდ განსაზღვრასთან ერთად, ნდობისა და სტატუსის ჩამოყალიბებაში გეხმარებათ.
ავტომობილის შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დროთა განმავლობაში ცვდება, მათი საბაზრო ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს ისეთი ასპექტების მიხედვით, როგორიცაა გარბენი, ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობა და ბაზარზე არსებული მოთხოვნა. შესაბამისად, ავტომობილის შეფასება არა მხოლოდ გაყიდვის ან ყიდვის მომენტშია რელევანტური, არამედ დაზღვევის მიზნებისთვისაც. სადაზღვევო კუთხით, ავტომობილის შეფასება გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სადაზღვევო დაფარვა შეესაბამებოდეს მანქანის რეალურ ღირებულებას.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ იქნება ეს უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, ბიზნესი თუ სატრანსპორტო საშუალება, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი აქტივების შეფასება არის სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელსაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ისარგებლოთ და გამოიყენოთ სანდო, კვალიფიციური და ძლიერი ისტორიის მქონე კომპანიის დახმარებით, რომელიც თქვენი ქონების შეფასების პროცესს გაუძღვება და წარმართავს. რაც მთავარია, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Kreston.ge, რომლის ირგვლივაც სფეროს პროფესიონალები და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები არიან შემოკრებილი, თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესის აუდიტის, გადასახადებისა და მ.შ. ქონების შეფასებისასაც გახდება.
-
"ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე
გადახედვა
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია
-
RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
-
პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა
გადახედვა
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ 6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა
გადახედვა
-
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
გადახედვა
-
შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
გადახედვა
-
აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი — კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები