გალ გადოთი ბოროტი ჯადოქრის როლში — ნახეთ "ფიფქიას" ტრეილერი
ფოტო: Disney
სარკევ, სარკევ, გვითხარი, დისნეის რომელი ცნობილი ანიმაციის ახალ, "ლაივ-ექშენ" ვერსიას ველოდებით 2025 წელს?
რა თქმა უნდა, ფიფქიასი. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარი მალე ისევ გაცოცხლდება დიდ ეკრანზე. ამჯერად, მთავარ როლში რეიჩელ ზეგლერი მოგვევლინება, რომელსაც მაყურებლები შიმშილის თამაშების ახალი ფილმიდან იცნობენ. რაც შეეხება ბოროტ ჯადოქარს, მას ფილმში ქალი საოცრების ვარსკვლავი გალ გადოთი განასახიერებს.
"სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?", — სწორედ ამ ცნობილი ფრაზით ჩნდება გადოთი ფიფქიას ტრეილერში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ფიფქია დისნეის ძველი ფილმების ახალი ვერსიების, ეგრეთ წოდებული რიმეიქების, მორიგი გაჩერებაა. კინოსტუდიამ ბოლო წლებში კონკიას, ალადინის, მეფე ლომის, კრუელას, პატარა ქალთევზას და სხვა ანიმაციების ახლებური კინოადაპტაციები გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს დიდი კომერციული წარმატება მოჰყვა.
რაც შეეხება ფიფქიას, მასზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი გაფიცვებმა ჰოლივუდში, პროცესი გააჭიანურა. ამასთან, პროექტს კრიტიკაც ხვდა წილად; ფილმის შემქმნელები გააკრიტიკეს ფიფქიას როლზე რეიჩელ ზეგლერის, ლათინოამერიკული წარმოშობის მსახიობის, დამტკიცების გამო. ზოგმა კი, მათ შორის, მსახიობმა პიტერ დინკლიჯმა, ორიგინალური ანიმაციის პრობლემურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება: როგორ წარმოაჩენს ფილმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
ორიგინალური ანიმაციისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება არ დაუმალავს არც რეიჩელ ზეგლერს, მაგრამ მსახიობი ამის გამოც იქცა კრიტიკის სამიზნედ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დისნეის ფანები მაინც მოუთმენლად ელოდებიან ფიფქიას პრემიერას. ფილმს მაყურებელი 2025 წლის 21 მარტიდან იხილავს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები