სამყარო, სადაც ვალდებული ხარ, "გალამაზდე" — ნახეთ ნეტფლიქსის ახალი ფილმი (ტრეილერი)
ფოტო: Netflix
"მთელი ცხოვრება მინდოდა, ლამაზი ვყოფილიყავი. მეგონა, ეს ყველაფერს შეცვლიდა", — ასე იწყებს თხრობას ნეტფლიქსის ახალი დისტოპიური ფილმის, მახინჯების, მთავარი გმირი, ტალი იანგბლადი.
იგი ცხოვრობს მომავლის სამყაროში, სადაც ყველა მოქალაქე ვალდებულია, როგორც კი 16 წლის გახდება, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთოს და "გალამაზდეს". ტალიც ამ მსოფლმხედველობით იზრდება, სანამ სისტემის დამალულ მანკიერ საიდუმლოებებს აღმოაჩენს და თავისი მეგობრის გადასარჩენად ბრძოლას დაიწყებს.
სკოტ ვესტერფელდის ამავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციას მაყურებელი, დიდი მოლოდინის შემდეგ, სექტემბერში იხილავს, მანამდე კი შესაძლებლობა გვაქვს, ფილმის ტრეილერს შევავლოთ თვალი.
სკოტ ვესტერფელდის მახინჯები, რომელიც ოთხწიგნეულის პირველი ნაწილია, 2005 წელს გამოიცა. მწერლის თქმით, ინსპირაცია მისთვის მეგობრის მონაყოლი გახდა, რომელსაც სტომატოლოგმა ურჩია, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა. ამდენად, ნაწარმოები ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა სილამაზის აღქმა და არარეალისტური სტანდარტები, პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა და ინდივიდუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხე.
მახინჯები თანამედროვე მოზარდული (Young Adult) ლიტერატურის ერთ-ერთ საეტაპო წიგნად მიიჩნევა. მსოფლიოში მისი 8 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. რომანის ქართული თარგმანი 2018 წელს დაბეჭდა სულაკაურის გამომცემლობამ (მთარგმნელი ლელა ფიროსმანიშვილი).
ფოტო: Netflix
აღსანიშნავია, რომ მახინჯების ეკრანიზაციის უფლება ჯერ კიდევ 2006 წელს გაიყიდა, მაგრამ ფილმზე მუშაობა გაჭიანურდა. 2020 წელს კი კინოადაპტაციის უფლება ნეტფლიქსმა მოიპოვა. ფილმის რეჟისორია ჯოზეფ მაკგინტი ნიკოლი, იგივე McG, მთავარი როლის შემსრულებელი კი ჯოი კინგი გახლავთ.
"ეს ფილმი იმას შეეხება, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება", — ხსნის ნიკოლი, — "ბევრს, უბრალოდ, აღარ შეუძლია, ფოტო გადაიღოს და პირდაპირ გამოაქვეყნოს სოციალურ ქსელში. ფილტრი უნდა დაადო და დაამუშაო, რაღაც უნდა მოუხერხო, რომ სილამაზის იდეალიზებულ ვერსიად წარმოაჩინო. ჩვენი სათქმელი კი ესაა: 'ღრმად ჩაისუნთქე, საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და ადამიანებიც ისეთები შეიყვარე, როგორებიც არიან'".
ნეტფლიქსზე მახინჯების პრემიერა 13 სექტემბერს შედგება.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები