Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ფოტო: გალტ&თაგარტი
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
გალტ & თაგარტმა ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისების ხარისხი და ინოვაციები განაპირობებს.
“მოხარული ვართ, რომ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება გალტ & თაგარტს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და დანერგილი სიახლეების საფუძველზე მიენიჭა. მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც EBRD-თან და EU-სთან ერთად განვახორციელეთ, ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 50%-ზე მეტის და პირველი ESG ობლიგაციის განთავსება. ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით. რაც შეეხება ინიციატივებს, ამ კუთხით საკმაოდ აქტიურები ვიყავით მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივებია GT Trader-ის მობილური აპლიკაციის განახლება, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის გახდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას“,— განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ჯილდოს შესახებ:
Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-იმ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო — 1900-ზე მეტი განაცხადი და 124 ქვეყნის მასშტაბით.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები