ხვალ თეატრი სახელოსნო 42-ში ლევან წულაძის სპექტაკლის 1921-1924-ის პრემიერა გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორია SOLO
ფოტო: SOLO
"ჩვენ დიდ პროცესში მომხდარი პატარა ბედისწერები ვართ", — ასე აფასებს ლევან წულაძე ქვეყნის მდგომარეობას თავის ახალ სპექტაკლზე საუბრისას, რომლის პრემიერაც 10 ივლისს თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართება. სპექტაკლში იმ აჩრდილებზე საუბარია, რომლებიც რეჟისორს ბავშვობიდან მოჰყვება და მასშია. ახლა კი მათი გამოშვებისა და გათავისუფლების დროა.
სპექტაკლი არ არის ისტორიულ ქრონიკებზე, არამედ ადამიანების იმ ბედ-იღბალზე, რომელიც საქართველოს გასაბჭოების ფონზე განვითარდა.
"სპექტაკლი ასახავს იმ ყველა ამბავს, რაც ჩემს ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. ეს არის აჩრდილები, რომლებიც ჩემს ბავშვობას ქმნიდა და არა მხოლოდ ჩემსას. ბაბუები, ბებიები ნახევარს არ გვყავდა. მე არცერთი ბაბუა არ მყავდა, რადგან საბჭოთა რეჟიმმა შეიწირა. უამრავი ისტორიაა ადამიანებში, რაც პირდაპირ ითხოვდა დადგმას. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა", - ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ხვალაა დაგეგმილი, ორ-თვე ნახევრის განმავლობაში იდგმებოდა. მასში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს.
"პრინციპულად მინდოდა, რომ ახალგაზრდებს ეთამაშათ, რადგან ხალხი, რომელზეც ვყვებით, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. კარგი მოლოდინები მაქვს. იმედი მაქვს, რომ ადამიანების სულში გამოხმაურებას პოვებს. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო არის ჩემი აჩრდილების გარეთ გამოშვება. უნდა გავთავისუფლდე მთელი ჩემი ბავშვობის ლანდებისგან. ახლა ხორცი უნდა შევასხა და სხვაგან იცხოვრონ. ზოგადად, კარგი და ცუდი სპექტაკლი ფასდება მაყურებლის სუნთქვით. ხუთი წუთიც საკმარისია, ყური დაუგდო და გაიგონო, არის თუ არა მსახიობებსა და მაყურებელს შორის ჰარმონიული სუნთქვა", - ამბობს რეჟისორი.
სპექტაკლის 1921-1924 პრემიერა 10 ივლისს გაიმართება. ბილეთების SOLO Visa ბარათით შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს ონლაინ პლატფორმებზე: Tkt.ge, Biletebi.ge
SOLO თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია.
-
შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
გადახედვა
-
სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
-
"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? "მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
გადახედვა
-
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
-
შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს
გადახედვა
-
5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს 5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს
გადახედვა
-
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
გადახედვა
-
ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში ვაჟა ბერიაშვილის როლი თიბისის საერთაშორისო წარმატებაში
-
ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა
გადახედვა
-
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
-
რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე? რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს კვლევის თანახმად, მარსამდე მისასვლელად უფრო მოკლე გზაც არსებობს
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია შოთა ბერეკაშვილი: პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია
გადახედვა
-
ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება
გადახედვა
-
დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ
გადახედვა
-
ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა
კომენტარები