"ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს" — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.
"2022 წელს, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი", — წერს TI.
როგორ არღვევს კანონს ანტიკორუფციული ბიურო?
TI-მიხედვით, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.
ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
- რას ამბობს კანონი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.
- საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს.
- კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა.
რა ინფორმაციას მალავს ანტიკორუფციული ბიურო?
TI წერს, რომ 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული – 317 და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული – 317 თანამდებობის პირის დეკლარაცია. ამ რაოდენობას დაემატა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი დეკლარაციები.
ბიუროს ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სულ 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია უნდა შემოწმებულიყო.
"ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა", — აცხადებს TI.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით.
TI წერს, რომ 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები.
ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები: "ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა", — აღნიშნავს TI.
ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე.
"ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა", — აცხადებს TI.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა, მათგან
- 317 ელექტრონული სისტემის საშუალებით შერჩეული თანამდებობის პირია;
- 166 — დამოუკიდებელი კომისიის მიერ;
- ხოლო — 17 დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შერჩეული.
შემოწმებული 500 დეკლარანტიდან:
- დაჯარიმდა — 109 (21.8%),
- გაფრთხილდა — 4 (0.8%),
- დადებითად დასრულდა — 372 (74.4%),
- ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.
TI-ს მიხედვით, გარდა ზოგადი სტატისტიკისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა რომელი თანამდებების პირები შეამოწმა საჯარო სამსახურის ბიურომ, რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების შემთხვევაში კი კერძოდ რა სახის დარღვევა ჰქონდა დეკლარანტს და კანონით გათვალისწინებული რა ზომა გამოიყენა ბიურომ საპასუხოდ:
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინფორმაციას საჯარო სამსახურის ბიურო დეკლარაციის მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებიდან, კანონის მოთხოვნის დაცვით, პროაქტიულად და სრულად აქვეყნებდა".
ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, წლის ბოლომდე, ანტიკორუფციულ ბიუროში შესამოწმებელი თანამდებობის პირების სრულმა რაოდენობამ შეადგინა 220, რომელთაგან 145 პირი შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ, ხოლო 75— დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.
"განსხვავებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგებისგან, ანტიკორუფციულმა ბიურომ მის მიერ შემოწმებული დეკლარაციების შედეგების ზოგადი სტატისტიკაც კი არ გაასაჯაროვა. ამის მიზეზად, ბიურო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში, დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარეა და შედეგები აისახება 2024 წლის ანგარიშში", — წერს TI.
რას იტყუება ბიურო ანგარიშში?
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მის მონიტორინგს დაქვემდებარებული 220 თანამდებობის პირის შედეგების არ გასაჯაროება, იმ არგუმენტით, რომ ადმინისტრაციული წარმოებები ჯერ კიდევ მიმდინარეა, სცდება როგორც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრულ ვადებს:
- კანონის მოთხოვნით, დეკლარაციების მონიტორინგის გრაფიკი წინასწარ განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე, შესამოწმებელი დეკლარაციები წინასწარ ნაწილდება თვეების მიხედვით.
- კანონის შესაბამისად, ბიუროს უფროსს მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა "თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის" უფროსმა უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა, ხოლო მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად წლის ბოლოს უნდა გასაჯაროვდეს.
- დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მიხედვით, დეკლარაციების შემოწმება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში უნდა მოხდეს.
- ამასთან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მეოცე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციაში დარღვევების აღმოჩენის და მისთვის "ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას".
"შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება, რომ მის მიერ შესამოწმებელ ყველა დეკლარაციაზე (220 დეკლარაცია) ადმინისტრაციული წარმოება 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით მიმდინარე იყო და ამ საფუძვლით, მას არ შეეძლო შედეგების გასაჯაროება, ცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას", — წერს TI.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები: "ბიურო აცხადებს, რომ ამ თანამდებობის პირების მონიტორინგის შედეგებს 2024 წლის ანგარიშში ასახავს, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა გამოქვეყნდეს".
TI აღნიშნავს, რომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების შესახებ ზოგადი სტატისტიკის, მით უფრო არასრული ზოგადი სტატისტიკის ასახვა, ბიუროს არ ათავისუფლებს დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებისაგან.
მსგავსი: ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო

კომენტარები