მოგზაურობა ოჯახთან ერთად: როგორ დავგეგმოთ უსაფრთხო და დაუვიწყარი არდადეგები
ფოტო: ალდაგი
ოჯახთან ერთად მოგზაურობა დაუვიწყარი მოგონებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა როგორც ყველა დიდ თავგადასავალს, ვოიაჟებსაც ახლავს გამოწვევები: მოუსვენარი ბავშვები და მშობლები, რომლებიც მთელი წელი ელოდებიან ნანატრ შვებულებას.
ამ ბლოგში, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დააბალანსოთ თავგადასავლები და უსაფრთხოება, თან ისე, რომ ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილი დარჩეს.
დაგეგმვის ეტაპები
გახსოვდეთ, რომ ოჯახური მოგზაურობის წარმატების საიდუმლო კარგ დაგეგმვაშია.
ჩვეულებრივ, ოჯახის თითოეულ წევრს თავისი ინტერესები და სურვილები აქვს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ პრიორიტეტები:
● შეიკრიბეთ ოჯახის წევრები და მოუსმინოთ ერთმანეთის იდეები და სურვილები;
● შეეცადეთ იპოვოთ ადგილი, სადაც სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა შეგიძლიათ;
● განიხილეთ "კომპრომისული" ვარიანტები - მაგალითად, ქალაქი, სადაც არის როგორც სანაპირო, ასევე ისტორიული ძეგლები;
● გახსოვდეთ, რომ მთავარია ერთად ყოფნა და ახალი გამოცდილების მიღება.
ბიუჯეტის განსაზღვრა
ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა ოჯახური მოგზაურობის წარმატების საწინდარია. ეს პროცესი შეიძლება დავყოთ რამდენიმე ნაბიჯად: პირველ რიგში, რეკომენდებულია დაიწყოთ თანხის დაგროვება მოგზაურობამდე 6-12 თვით ადრე. ეს საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ფინანსური სტრესი და არჩევანის მეტი თავისუფლება გქონდეთ.
გახსოვდეთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა ძირითადი ხარჯი: ტრანსპორტი, საცხოვრებელი, კვება, აქტივობები და სხვა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ გარკვეული თანხის გადადება გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც.
სამოგზაურო დაზღვევა და მისი მნიშვნელობა
საოჯახო მოგზაურობის დაგეგმვისას არ უნდა დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევა. ეს არის ინვესტიცია თქვენი ოჯახის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში. ალდაგში ჩვენ გთავაზობთ მოქნილ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტებს, რომლებიც სპეციალურად ოჯახების საჭიროებებზეა მორგებული.
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა თქვენს მოგზაურობას დამატებით სიმშვიდეს შესძენს. ის არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას გიწვეთ, არამედ პრობლემების ეფექტურად გადაჭრაში გეხმარებათ (უცხო ქვეყანაში ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემები, ბარგის დაკარგვა, ფრენის მოულოდნელი გადადება და ა.შ.).
რას უნდა მოიცავდეს კარგი სამოგზაურო დაზღვევა?
კარგი სამოგზაურო დაზღვევა თქვენი მოგზაურობის სტილს უნდა ერგებოდეს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
- ბარგის დაზღვევა: დაკარგული ან დაზიანებულ ჩემოდნებს არ უნდა გააფუჭებინოთ განწყობა;
- მოგზაურობის გაუქმების დაზღვევა: ზოგჯერ გეგმები იცვლება და თქვენი დაზღვევა ამისთვისაც უნდა იყოს მზად;
- 24/7 დახმარების სერვისი: თქვენი დამზღვევი მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ალდაგში, ვცდილობთ ყველა დეტალი გავითვალისწინოთ. გვჯერა, რომ კარგი დაზღვევა არის ის, რაც გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ მშვიდი გონებით.
აქტივობების დაგეგმვა
ოჯახური მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად გამოწვევებით სავსე ნაწილი სწორედ აქტივობების შერჩევაა:
საინტერესო აქტივობები ბავშვებისთვის:
ბავშვებისთვის მოგზაურობა დიდი თავგადასავალია და მნიშვნელოვანია, რომ სახალისო და დასამახსოვრებელი იყოს. ოჯახური მოგზაურობისას ბავშვების გართობა და განათლება ერთდროულაა შესაძლებელი.
ინტერაქტიული მუზეუმები, ზოოპარკები და აკვარიუმები, თემატური პარკები ან/და საბავშვო ტურები შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თქვენი პატარებისთვის მოგზაურობა ზღაპრულ თავგადასავლად იქცეს და დაუვიწყარი მოგონებები და გამოცდილებას შეიძინონ.
საოჯახო გართობის იდეები
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებშიც ყველა ოჯახის წევრი ერთად ჩაერთვება ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე იდეას:
1. პიკნიკი ადგილობრივ პარკში: ეს არის შესანიშნავი გზა დაისვენოთ, დატკბეთ ბუნებით და გასინჯოთ ადგილობრივი საკვები.
2. სანაპირო აქტივობები: თუ ზღვის პირას ისვენებთ, სანაპირო თამაშები, ცურვა ან უბრალოდ მზის აბაზანები შესანიშნავი არჩევანია.
3. ველოტური: ეს არის შესანიშნავი გზა დაათვალიეროთ ქალაქი და აღმოაჩინოთ ახალი ადგილები.
4. კულინარიული მასტერკლასები: ადგილობრივი კერძების მომზადების სწავლა მთელი ოჯახისთვის სახალისო გამოცდილება იქნება.
5. ადგილობრივ ფესტივალებზე დასწრება: ეს საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას და მიიღოთ უნიკალური გამოცდილება.
გახსოვდეთ, მთავარია ბალანსის დაცვა აქტიურობასა და დასვენებას შორის. დაგეგმეთ თავისუფალი"დღეები ინტენსიურ დღეებს შორის, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება დაისვენოს და დაიმუხტოს ენერგიით.
მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა
მოგზაურობა, განსაკუთრებით ოჯახთან ერთად, ხშირად სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით. ზოგი მათგანი სასიამოვნოა, ზოგი კი - არც ისე. სწორედ ამიტომ, გამოცდილი მოგზაურები ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის.
წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით დანიშნულების ადგილას და აღმოაჩინეთ, რომ თქვენი საყვარელი ატრაქციონი დროებით დახურულია, ან ამინდმა გაგიცრუათ იმედი, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა საჭირო ალტერნატიული გეგმა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ მოულოდნელი ცვლილებების დროს განწყობა არ გაიფუჭოთ:
● ჩამოწერეთ აქტივობების სია;
● შეარჩიეთ რამდენიმე ადგილი, რომელსაც სიამოვნებით ეწვეოდით გეგმის ცვლილების დროს;
● განსაზღვრეთ ტრანსპორტირების ალტერნატივები;
როგორ მოვიქცეთ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში
მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სიტუაციები გარდაუვალია, მაგრამ სწორი მიდგომით ნებისმიერი გამოწვევა შეიძლება დადებით გამოცდილებად ვაქციოთ.
● შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
● შეაფსეთ სიტუაცია და განიხილეთ თქვენ ხელთ არსებული ვარიანტები;
● მოახდინეთ სწორი და ღია კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მოისმინეთ მათი აზრი და მიიღეთ საერთი გადაწყვეტილება;
● იყავით მოქნილი ახალი გამოცდილების მისაღებად;
● იმ შემთხვევაში თუ საჭიროა სამოგზაურო დაზღვევის გამოყენება, გახსოვდეთ, რომ ალდაგის ცხელი ხაზი, 24/7-ზე მხადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში;
გახსოვდეთ, რომ ხშირად სწორედ მოულოდნელი მომენტები ქმნის ყველაზე დასამახსოვრებელ მოგზაურობებს. კარგი მომზადება და პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ ნებისმიერი გამოწვევა თავგადასავლად აქციოთ და ოჯახური მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
-
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
აფეთქებამ მზის ატმოსფერო "გახია" — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში აფეთქებამ მზის ატმოსფერო "გახია" — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში
გადახედვა
-
როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
გადახედვა
-
ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი
-
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
გადახედვა
-
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
-
"რაც ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა" — შალვა პაპუაშვილი "გახარია საქართველოსთვის" წევრებს "რაც ვნახეთ თქვენი ამჩატებული პიართანამშრომლის ქცევა გვეგონა, თურმე თქვენი იდეოლოგია ყოფილა" — შალვა პაპუაშვილი "გახარია საქართველოსთვის" წევრებს
გადახედვა
-
Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან
-
ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში
გადახედვა
-
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
-
რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან
გადახედვა
-
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია
-
პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის
-
ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან
-
აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესების გამკაცრებაზე იფიქრებს შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესების გამკაცრებაზე იფიქრებს
გადახედვა
-
გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
გურამ როგავა რასა იუკნევიჩიანესა და კშიშტოფ ბრეიზას შეხვდა გურამ როგავა რასა იუკნევიჩიანესა და კშიშტოფ ბრეიზას შეხვდა
გადახედვა
კომენტარები