გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი - ანდრო დგებუაძის რჩევები აბიტურიენტებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი რაოდენობა კი მუდმივად იზრდება. შეავსეთ აპლიკაცია და გახდით საქართველოს ბანკის სტიპენდიატი!
ბევრი წლის წინ მეც ვიყავი აბიტურიენტი. საშინელი გრძნობაა ტანში. მთელი წელი იტანჯები.
ყველგან ვმეცადინეობდი. მათემატიკას, ფიზიკას და ქართულს.
ერთხელაც ფიზიკის მეცადინეობისას ერთი ღვთისნიერი კაცი მოვიდა. მიყურა.
- რას მეცადინეობ?
- ფიზიკას.
- და ფიზიკაში რას?
- ჰმ, მექანიკას.
- F = ma?
- კი, მაგასაც.
სერიოზული სახე მიიღო, ჩემკენ დაიწია და ცოტა კონსპირაციულად ჩურჩულით მითხრა:
- აი ერთ რამეს გეხვეწები, არასდროს, არასდროს, არასდროს არ დაიმახსოვრო ფორმულა.
- რა? აბა ისე როგორ ჩავაბარო?
- არა, ვერ ვთქვი. ფორმულა გაიგე და არ დაიმახსოვრო. როცა გაიგებ, ისედაც არასდროს დაგავიწყდება და როცა დაიმახსოვრებ, ვერასდროს გაიგებ ბოლომდე.
…
მგონი დღესაც მის ამ ნათქვამზე ვფიქრობ. რა კარგი რამე მირჩია. რამდენი რამისგან მიხსნა. თან რა კარგ დროს… თან რა მარტივად.
ალბათ ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილებაც ეგ არის. განასხვავე "ვიცი" და "გავიგე", და აირჩიე ყოველთვის "გავიგე".
ეს გაგებაც ისეთი ოხერი რამაა. ვერც ვერავის აჩუქებ, ვერც ვერავისგან გეჩუქება. იქ არაა, სადაც შენი სურვილია. არც იქ, სადაც შენი შრომაა. არც იქ, სადაც შენი გაღებული ხარჯია.
მხოლოდ იქაა, სადაც დაცარიელდები, სადაც ახალ აზრს შემოიპატიჟებ შენში. შემოიპატიჟებ იმისთვის, რომ თავიდან შეხედო. ვიცის გარეშე შეხედო. ახლის დანახვისთვის შემოიპატიჟებ. ახლოდან რომ დააკვირდე და თუ იცნობ - მერე უკვე თავისით დაგემართება "გავიგე".
…
ამას წინათ ჩემი ერთ-ერთი კუმირი მომღერლის ინტერვიუს ვუყურებდი. მისი სახელია - კაუშიკი ჩაკრაბორტი.
ჰოდა ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა:
- კაუშიკი, როგორ ახერხებთ რომ ამდენს მღერით, ამდენს იმპროვიზირებთ და არასდროს არ მეორდებით. ყოველთვის ახალ ფრაზებს იგონებთ?
- ყველა მომღერალს აქვს თავისი მიგნებები, კომფორტულად სამღერი ფრაზები, ყურში გამჯდარი ინტონაციები, პასაჟები, რომლებიც ვიცით, რომ გამოგვდის. თუ ასეთი ჯერ არ იცით, კარგად მოუსმინეთ თქვენს თავს, მოუსმინეთ თქვენსავე ჩანაწერებს და მიხვდებით. შემდეგ ამოწერეთ ეს ფრაზები, შეაგროვეთ, და რაც მთავარია, არასდროს იმღეროთ!
ეს არის რჩევა, რომელიც ჩემში სიცოცხლეს აღვიძებს. ეს ფრაზა ჩემთვის იგივეა, რაც: ნუ ეძებ ცოცხალს მკვდრებში. მკვდრებს მკვდრები მიხედავენ. შენ ცოცხალს გაჰყევი.
ჰოდა აბიტურიენტებსაც ამას ვურჩევ. ნუ აგროვებთ ცოდნას, ნუ ინადირებთ ნიშნებზე, ნუ შეგიპყრობთ წარმატების სურვილი,
არამედ მიხვდით, გაიგეთ და სხვა ყველაფერი თავისით მოხდება.
სამყარო მოხდება თქვენში! და მერე თქვენც დაბადებთ ახალ, თქვენ უნიკალურ სამყაროებს. ჩვენ ხომ ამისთვის გავჩნდით და ამით იქმნება სამყარო.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები