საქართველოს ბანკისა და UNDP-ს “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ კიდევ 15 მონაწილე გაივლის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში, 11-14 ივნისს ინტენსიური ვორკშოპები იმართება, რომელსაც 15 მეწარმე ქალი ესწრება.
ინტენსიურ საგანმანათლებლო ვორკშოპებზე მეწარმე ქალები გაიღრმავებენ ცოდნას ელექტრონული კომერციის, გაყიდვების, გუნდის მართვის, ადამიანის უფლებების, მარკეტინგის, ფინანსებისა და მეწარმეობის შესახებ. თითოეული მიმართულების საინფორმაციო სესიას დარგის წამყვანი ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები უძღვებიან. პროგრამის ეს ეტაპი მეწარმე ქალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნესის საჭიროებების შესახებ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და რეკომენდაციები.
მოხარული ვართ, რომ ინტერესი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიმართ მუდმივად მზარდია. მეცხრე ნაკადში 15 მეწარმე იღებს მონაწილეობას და მათ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას. ინტენსიური ვორკშოპები მათ ეხმარება, გააანალიზონ საკუთარი ბიზნესის გამოწვევები და უფრო მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. პროგრამის ეს ეტაპი, ცოდნის მიღების გარდა, მეწარმე ქალებს საქმიანი წრის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მომავალში კიდევ არაერთ ინიციატივას განვახორციელებთ, — აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, პროგრამა 200 მეწარმე ქალს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას — ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებას და თანამშრომლობას ეფუძნება. ცოდნის ეტაპი businesscourse.ge-ზე სპეციალურად ქალი მეწარმეების საჭიროებების საპასუხოდ შექმნილი კურსების გავლას და პირისპირ ინტენსიურ ვორკშოპებს მოიცავს. მხარდაჭერის ეტაპზე პროგრამის მონაწილეები იღებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. გამოცდილების ეტაპზე ქალ მეწარმეებს გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თანამშრომლობის ეტაპი კი ახალი პროფესიული კონტაქტების შეძენას გულისხმობს.
გაიგეთ პროგრამის შესახებ მეტი დეტალი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები