2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო — სულ მალე საქართველოში
ფოტო: ტოიოტა
ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს გამოსვლა იშვიათი და მასშტაბური მოვლენაა. თავად განსაჯეთ: მოდელი სერიით J150, რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, თითქმის 15 წელი იწარმოებოდა. ახლა კი გამოვიდა ახალი პრადო სერიით J250 და ის სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში.
პირველი, რაც თავიდანვე უნდა ითქვას: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესტსელერმა ყველგანმავალმა შეინარჩუნა ის მთავარი სტატუსი, რაც ყოველთვის ჰქონდა და რის გამოც უყვართ: ახალი პრადოც მაქსიმალურად კომპეტენტური ოფროუდერი და კომფორტული კრუიზერია.
ფოტო: ტოიოტა
რა შეიცვალა ახალ მოდელში? ბევრი რამ! მაგრამ თვალში პირველ რიგში მისი სრულიად განახლებული დიზაინი მოგხვდებათ. ტოიოტამ თავიდან აღმოაჩინა დაკუთხული ფორმები, კანტები და შესაბამისად, დაასრულა წინამორბედი მოდელის ჩამრგვალებული ფორმის ერა. მიუხედავად ამისა, ახალი პრადო მაინც შეუცდომლად იცნობა და ვიზუალურადვე მიახვედრებს ნებისმიერს, რომ ლენდ კრუიზერია. მოკლე განაკიდები, მკვეთრად ფორმირებული კუთხეები, ჩარჩოიანი ძარა - ყველაფერი თვალნათლივ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გაქვთ ნამდვილ ყველგანმავალთან. ამასთან, ტოიოტამ ძარის ბევრი დეტალი ისე გააკეთა, რომ დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი მათგანი მარტივად იცვლება.
ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე 1,98 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი - 1,87 მეტრი. თვლების ბაზა ამჯერად 2,85 მეტრს შეადგენს.
ფოტო: ტოიოტა
ცხადია, პრადომ შეინარჩუნა ჩარჩოიანი ძარა - სხვანაირად ლენდ კრუიზერი ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია. ახალი მოდელი იმავე, GA-F პლატფორმაზეა აგებული, რაზეც ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300. ახალ პრადოს და 300-ს თვლების ბაზაც კი იდენტური აქვთ (2,85 მეტრი. შედარებისთვის: წინამორბედი პრადოს თვლების ბაზა 2,79 მეტრია).
ტოიოტას ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობის ჩარჩო 50 პროცენტით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო და საერთოდ, მთელი კონსტრუქციის სიმტკიცე ძარასთან ერთად 30 პროცენტითაა გაზრდილი.
რაც შეეხება შასის კონსტრუქციას: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონიც გაზრდილია. ერთ ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს და მოძრავს ხდის, რომ ბორბლებმა ველურ ზედაპირზეც არ დაკარგონ მოჭიდება. ცხადია, ამასვე ემსახურება თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონის გაზრდაც.
კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (გააჩნია კომპლექტაციას), ხოლო უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
სიახლეა სრულიად ახალი ელექტრონული მოხვევის სისტემა, რომელიც უფრო რბილად მუშაობს და ამავდროულად, მძღოლს მეტი უკუკავშირით ასიამოვნებს. განახლდა Multi-Terrain Select სისტემაც, რომელსაც უგზოობის კრუიზკონტროლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Multi-Terrain მონიტორი, რომლის მეშვეობითაც უგზოობაზე გადაადგილებისას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ.
ახალი პრადოს ინტერიერზე მუშაობისას ტოიოტას ინჟინრების უმთავრესი ამოცანა ფუნქციურობის უმაღლეს დონეზე აყვანა იყო - რა თქმა უნდა, კომფორტთან ერთად. მძღოლის განკარგულებაშია ციფრული ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციებისთვის. მნიშვნელოვანი ფუნქციების ღილაკებს შეხვდებით როგორც საჭეზე, ასევე ცენტრალურ კონსოლზეც. ანუ, გარკვეულწილად შენარჩუნებულია ანალოგური ესთეტიკაც. ღრმად ჩასმულმა ფანჯრებმა ხილვადობა გააუმჯობესა. მედიასისტემის ეკრანის დიაგონალი შესაძლებელია იყოს 8,0 ან 12,3 დუიმი.
ფოტო: ტოიოტა
პრადო ხელმისაწვდომია როგორც სავარძლების ორი, ასევე სამი რიგითაც - შესაბამისად, ავტომობილში შეიძლება მოთავსდეს როგორც 5, ისე 7 მგზავრიც. საჭისა და წინა სავარძლების გათბობა საბაზო კომპლექტაციაშია. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია როგორც ტყავის სალონი, ისე წინა სავარძლების ელექტრონული რეგულირება და გაგრილების ფუნქციაც, ასევე 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით. ახალ პრადოში შეხვდებით საქარე მინაზე პროეცირების სისტემას (Head Up დისპლეი), პანორამულ ჭერს და ტოიოტას ახალ სარკეს ეკრანული ფუნქციით, რომელსაც ინფორმაციას უკან განთავსებული კამერა გადასცემს.
ფოტო: ტოიოტა
ტოიოტას ინჟინრებმა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანეს ტრანსმისიაც მუდმივი სრული ამძრაობით, ბლოკირებადი დიფერენციალითა და დამადაბლებელი (მამცირებელი) გადაცემით. პრადოს აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. ახალ მოდელში კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი, კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდა სისტემა Multi-Terrain Select, რომელსაც ახალი რეჟიმები დაემატა და ახლა ისინი გააქტიურებულ დამადაბლებელ გადაცემაზეც მუშაობენ. განსაკუთრებული სიახლეა საჭის ელექტრონული გამაძლიერებელი, რამაც ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი ჩაანაცვლა.
საწყის ეტაპზე ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. ეს არის ერთრიგა 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიძელი, რომლის სიმძლავრე 204 ცხენის ძალას შეადგენს. სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად, ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.
ფოტო: ტოიოტა
გაუმჯობესდა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო, ან ავტომობილის ქვეშ ხდება, თქვენი და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი, შეჯახებისგან დაცვის სისტემა და ა.შ.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
ახალი დიზაინით და თანამედროვე ტექნიკით ახალი ლენდ კრუიზერ პრადო ძველ ფანებსაც შეინარჩუნებს და ახლებსაც გაიჩენს. რაც მთავარია, პრადომ არა მარტო შეინარჩუნა ნამდვილი ყველგანმავლის სტატუსი, არამედ მისი ოფროუდ-ტექნიკა განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა. მუდმივი სრული ამძრავი, ჩარჩოიანი ძარა, გაუჭრელი ღერძი უკან, დამადაბლებელი გადაცემა, დიფერენციალის ბლოკირება, ყველგანმავლის კლასიკური პროპორციები და ფორმები - უგზოობაზე ახალი პრადოს საჭესთან გამოუცდელი მძღოლებიც კი თავს კომპეტენტურ ოფროუდერებად იგრძნობენ, ხოლო გზებზე კი, განსაკუთრებით შორ გზებზე, ბესტსელერი ყველგანმავლის ახალი თაობა საუკეთესო კომფორტით გასიამოვნებთ.
ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრი თბილისში, ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტოიოტა ცენტრი ბათუმში.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო ევროკავშირმა მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 120 მილიონი ევრო გამოყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი რა კავშირშია ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა კუჭ-ნაწლავის ინფექციების ზრდასთან? — გიორგი კამკამიძის პროგნოზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში" შალვა პაპუაშვილი: "თელავში ღვარცოფის დამცავი ნაგებობები 4 წლის წინ გაიწმინდა, ყველაფერი იყო მწყობრში"
გადახედვა
-
"ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე "ვერ გავჩუმდებით, როდესაც ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი უგულებელყოფილია" — მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე
გადახედვა
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე? ტესტი: რა იცი AI ჩატბოტების ტექნოლოგიაზე?
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები