ევროკავშირი

28 May. 2024, 20:22

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც კანონის გაუქმების შესახებ დეტალური რეკომენდაცია იყო გაწერილი.

ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედებით ქვეყანა უკან დაიხევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის მიხედვით განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან, მინიმუმ, სამის შესრულებაში (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ). ეს უარყოფითად იმოქმედებს ევროპის გზაზე საქართველოს წინსვლაზე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მიპყრობილი ცხრა ნაბიჯის არსებით პროგრესზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს, ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს

Google DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი წარადგინა. მისი შემქმნელი მეცნიერების მტკიცებით, იგი შეიძლება…