კახა ხაზარაძე

23 May. 2024, 18:26

მეგობრებო მოგესალმებით და გისამძიმრებთ, იმიტომ, რომ შემდეგი კვირიდან შეიძლება სულ სხვა გარემოში აღმოჩნდეთ, ანუ ქვის ხანაში.

ჩამოგვეშლება არშემდგარი სახელმწიფო, არშემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი სახელით, მეგობრებს ჩვენი სახელით. მიუსამძიმრონ ქვეყანას, რომელიც ათეული წლები იბრძვის ღირებულებების წინააღმდეგ (ირანს ვგულისხმობ), ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს რომლებიც ბოლო 30 წელია გვაჭმევენ, გვაცმევენ და გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.

ბიზნესი დუმს, შეშინებული გასცქერის მთავრობას, როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით, დიახ, ამას ვამბობ მე, ამ სფეროს წარმომადგენელი, იმიტომ, რომ მრცხვენია ამ რიგებში დგომა, როდესაც ხელგაწვდილი ელოდები, როდის ჩაგიგდებენ ტენდერს, ან სულაც — მოგცემენ კარგ კოეფიციენტს, მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების ასაშენებლად.

და ამ დროს, ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში და ცდილობენ შეცვალონ ეს ყველაფერი, და ამ დროს სად ვართ ჩვენ? თაობა, პასუხისმგებელი მათ მომავალზე... მე არ ვიცი, რას იზამთ თქვენ, მე გეტყვით, რას ვიზამ მე, და იქნებ ვიყო მაგალითი სხვებისთვის.

მე, კახა ხაზარაძე, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მომავალ თაობას და ამისთვის დავთმო ყველაფერი მატერიალური და დავიტოვო მხოლოდ ერთი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია.

ემსახურე საქართველოს და იყავი ამაყი და ბედნიერი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარი არხის ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილი დასანქცირებულია
  2. პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  3. პროფესორ გიორგი გახელაძეს მესამე დღეა ეძებენ
  4. საქართველოში უამინდობას ელოდებიან — უახლოესი დღეების პროგნოზი
  5. ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა — ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი

ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ მისმა ოფისმა 2023 წელს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დარღვევის…