საგანმანათლებლო პლატფორმები, რომლებიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ
ფოტო: საქართველოს ბანკი
უწყვეტი განვითარებისთვის განათლების მიღება და უახლეს ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება ყველა ბიზნესისთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი და Mastercard ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმებით სპეციალური პირობებით ისარგებლონ და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა-განათლება საერთაშორისო ექსპერტების და პროფესიონალების მხრიდან მიიღონ. ამ სტატიაში სწორედ ასეთ პლატფორმებს გაგაცნობთ:
Harvard Business Review
თანამედროვე ბიზნესსამყაროში მომხმარებლის ქცევა, კომპანიების სტრატეგიები და ტენდენციები სწრაფად იცვლება. ამიტომ თუ მეწარმეს სურს, რომ მისი ბიზნესი მოვლენებს არ ჩამორჩეს და გარემოსთან დროულად ადაპტირდეს, შეუძლია Harvard Business Review-ს გაეცნოს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აქვეყნებს. იგი მეწარმეების, სტარტაპერებისა და მენეჯერების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
HBR-ში შეხვდებით: უახლეს კვლევებს, მომხმარებლის ქცევის ანალიზს, საბაზრო ტენდენციებს, ბიზნესის მართვასა და მენეჯმენტთან დაკავშირებით სასარგებლო სტატიებს, თანამშრომლების ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებულ რჩევებს და ყოვლისმომცველ მაკროეკონომიკურ თუ სექტორულ ანალიზს.
HBR-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებსა და კვლევებს საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტები, პროფესორები, მეცნიერები, მეწარმეები, ბიზნესმენები, აღმასრულებლები, ინვესტორები და მენეჯერები ამზადებენ, რომელთაც საკითხთან დაკავშირებით გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ HBR-ს უმკაცრესი სარედაქციო პოლიტიკა გამოარჩევს და აქ გამოქვეყნებული ყოველი მასალა გადამოწმებული, დამტკიცებული და სანდოა.
საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, Harvard Business Review-ს გამოწერის სერვისზე 15%-მდე ფასდაკლება მიიღონ.
edX
წარმატებულ მეწარმეს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარებიც სჭირდება, რომლის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო წყარო edX-ია — პლატფორმა, რომელიც ათასობით სასწავლო კურსს აერთიანებს.
edX-ის ბიბლიოთეკა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების და სფეროს ექსპერტების მიერ მომზადებულ კურსებს მოიცავს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია როგორც ბიზნესმოდელის დახვეწა, ასევე ბრენდინგის გაუმჯობესება, პროდუქტის ოპტიმიზაცია და სხვა. edX-ის პლატფორმა განსაკუთრებით სასარგებლოა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისთვის, რადგან ის დაგეხმარებათ როგორც ფოტო, აუდიო და ვიდეომასალის, ასევე ეფექტიანი ტექსტის მომზადებაში.
edX-ის დახმარებით შესაძლებელია როგორც კომპიუტერული მეცნიერებების, ასევე ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ფოტოგრაფიის თუ მარკეტინგის საფუძვლების დაუფლება, რაც, საბოლოო ჯამში, პიროვნულ განვითარებასა და ბიზნესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, კურსის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ, სპეციალური გამოცდა გაიაროთ და edX-ის სერტიფიკატი მიიღოთ, რომელსაც CV-სა თუ LinkedIn-ის პროფილში წარმოადგენთ, როგორც თქვენი კომპეტენციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდის შემთხვევაში, edX-ის პლატფორმაზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
British Council English for Work
ინგლისური ენის კარგად ცოდნას მეწარმეებისა თუ სტარტაპერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი მსოფლიოსთან დაკავშირების და მისგან იმ საჭირო ცოდნის, გამოცდილებისა თუ რესურსების მიღების საშუალებას იძლევა, რომელიც ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება.
სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის პროფესიული კურსი შექმნა, რომელიც ფორმალური ინგლისურის სწავლაში და იმ უნარების დახვეწაში დაგეხმარებათ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, უცხოელ პარტნიორებთან თუ ინვესტორებთან სასაუბროდ დაგჭირდებათ.
Mastercard-ის ბიზნეს ბარათის მფლობელებს English for Work-ის კურსზე 10%-იანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.
ცხადია, საქართველოს ბანკის და Mastercard-ის მომხმარებლები მხოლოდ ამ 3 შეთავაზებას არ მიიღებენ, რეალური სია გაცილებით უფრო ვრცელია და ის მუდამ იზრდება, ამიტომ თვალი აქტიურად უნდა ადევნოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებების სივრცეში ტექნოლოგიური პლატფორმების კატეგორიას.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ამ შეთავაზებებით სარგებლობას მხოლოდ Mastercard-ის ბიზნეს ბარათის მფლობელები შეძლებენ. თუ ბარათი ჯერ არ გაქვთ, მისი შეკვეთა საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი. და თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები