მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
რა ხდება: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები.
- დოკუმენტის მიხედვით, წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც ქართულმა ოცნებამ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად, შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო.
- თუმცა, პარტიის შემომწირველებს შორის, კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების — შპს ცეკურის და ბონდი-2009-ის მეწილეები, ასევე, შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით.
დეტალები: 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1 224 111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია.
- პარტიული შემოწირულებების 37% ქართულმა ოცნებამ მიიღო, 447 030 ლარი.
- მეორე ადგილზეა ლელო 445 500 ლარით,
- ხოლო მესამეზე — ნაციონალური მოძრაობა, 170 720 ლარით.
საანგარიშო პერიოდში 12 800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის, რომლის თავმჯდომარეც პატრიოტთა ალიანსის ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი, მერაბ ჭიქაშვილია.
ვინ არიან მმართველი პარტიის შემომწირველები: 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქართულ ოცნებას 23-მა დონორმა, ჯამში, 447 030 ლარი შესწირა.
- ამ პირებს, სულ, ქართული ოცნების სასარგებლოდ, 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული.
- დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, ბოლო 6 თვის მანძილზე, 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.
სერგო ხაბულიანი პარლამენტის ყოფილი წევრია.
- ის იყო ნაციონალური მოძრაობიდან ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი.
- 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა ნაციონალური მოძრაობა და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო.
- 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა ცოლმა, ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია ცეკურმა ქართულ ოცნებას 438 000 ლარი შესწირეს.
- შპს ცეკურმა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.
კომპანია ბონდი-2009 წლებია, რაც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებს, ხოლო მისი მეწილეები ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან.
- ამჯერად, მმართველი პარტიის ყულაბა 77 000 ლარით დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ შეავსეს, მათ, სულ, ქართული ოცნებისთვის 237 000 ლარი აქვთ შეწირული.
გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულ ხუთი კომპანიას, 2017-2023 წლებში, სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში ჰქონდა სუბსიდიები მიღებული.
ამასთან, 2022 და 2023 წლების რთვლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს შატო მუკუზანს მიღებული აქვს 593 972 ლარი, ხოლო ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაში არსებულ შპს შატო ხვანჭკარას — 121 281 ლარი.
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები