საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

17 Apr. 2024, 01:55

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების - პუბლიკას, ტაბულასა და აპრილის ჟურნალისტებს — ალექსანდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა, ასევე უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…