ქვიზი: იცი თუ არა ყველაფერი ჯანსაღი კვების შესახებ?
ჯანსაღი კვება დღესდღეობით ნამდვილად პოპულარულ თემას წარმოადგენს. სოციალურ ქსელებსა და მედიაში ამ საკითხზე ბევრ ინფორმაციას წააწყდებით, მათ შორის, სამწუხაროდ, არასწორ და წინააღმდეგობრივ ცნობებსაც, რომელთა ნდობამაც, შესაძლოა, ადამიანი სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.
კვალიფიციურ წყაროებზე დაყრდნობით, ეს ქვიზი დაგეხმარება, გადაამოწმო, თუ რამდენად სწორად გესმის ეს საკითხი და, შესაბამისად, მოგცემს შესაძლებლობას, უკეთ დაიცვა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.
ახლა კი გვიჩვენე, რა შეგიძლია!
ქვიზი: იცი თუ არა ყველაფერი ჯანსაღი კვების შესახებ?
ტესტის დაწყება1 / 10 მოდი, მარტივი კითხვით დავიწყოთ: შენი აზრით, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

Julia Zinchenko/Dribbble
- ქოლესტერინით მდიდარი საკვების ხშირად მიღებას
- ცილებით მდიდარი სურსათის დიდი ოდენობით მიღებას
- კალციუმით მდიდარი სურსათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოხმარებას
- რაც შეიძლება მრავალფეროვან, ბალანსირებულ კვებას, ანუ ადამიანისათვის სასარგებლო სხვადასხვა ნივთიერების შემცველი სურსათის მოხმარებას

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
2 / 10 როგორ ფიქრობ, საკვების გარდა, ვიტამინების დამატებით მიღება გჭირდება?

Dribbble
- არა, ადამიანების უმრავლესობას არ სჭირდება ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასურსათო დანამატის ცალკე მიღება, თუკი ისინი ყველა საჭირო ნივთიერებას საკვებიდან იღებენ
- დიახ, ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, საკვების გარდა, სხვადასხვა ვიტამინის, მინერალისა და სხვა სასურსათო დანამატის რეგულარული მიღება
- ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, საკვების გარდა, გარკვეული პერიოდულობით D ვიტამინის დამატებით მიღება
- C ვიტამინი... მისი დამატებით მიღება ნამდვილად აუცილებელია!

Giphy

Giphy
_6603a2e092b17.gif)
Giphy

Giphy
3 / 10 წინა კითხვის თემატიკა გავაგრძელოთ: შენი აზრით, როდის უნდა დავიწყოთ ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასურსათო დანამატების მიღება?

Roque/Dribbble
- როცა მათ ექიმი დაგვინიშნავს!
- როცა შევატყობთ, რომ თმა გვცვივა...
- რა თქმა უნდა, როცა ცუდ ხასიათზე ვართ!
- როცა შეყვარებულის ყოველ დანახვაზე მუხლები გვეკვეთება...

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
4 / 10 და, საერთოდაც, რას ნიშნავს მინერალები, ვიტამინები და სხვა სასურსათო დანამატები?

Zara Picken/Dribbble
- არავინ იცის! ისინი საერთოდ არ უწყობენ ხელს დაავადებების თავიდან აცილებას...
- მათ იგივე დანიშნულება აქვთ, რაც წამლებს — დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებთ!
- წამლები არ არის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ დაავადებების რისკ-ფაქტორების შემცირება შეუძლიათ
- ყვითელ, ჯერ ტკბილ, შემდეგ მჟავე, ბოლოს კი ისევ ტკბილ ბურთულებს!

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
5 / 10 ოდნავ გავართულოთ და ვნახოთ, "ნატურალურ სურსათთან" დაკავშირებული დახასიათებებიდან სწორს თუ შეარჩევ

Daria Koval/Dribbble
- ნატურალური სურსათი XXI საუკუნეში აღარ არსებობს...
- ნატურალური სურსათი უსაფრთხო საკვებს ნიშნავს
- ნატურალური სურსათი მაღაზიაში არ იყიდება!
- ნატურალური სურსათი შეიძლება ბიოლოგიურ და ქიმიურ საფრთხეებს შეიცავდეს

Giphy

Giphy
_6603a4bc68340.gif)
Giphy

Giphy
6 / 10 ეკო, ორგანული და ბიოსურსათის შესახებ, ალბათ, გსმენია — ამჯერად მათ შესახებ სწორი დახასიათების შერჩევა მოგიწევს...

Sofiia Kyrychenko/Dribbble
- ეს დასახელებები პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიეცეს, თუკი ის სპეციალური სტანდარტების მიხედვითაა წარმოებული და ეს შესაბამისი სერტიფიკატითაც დადასტურებულია.
- ნატურალური სურსათი იგივეა, რაც ეკო, ორგანული და ბიოსურსათი - სინონიმებია
- ეს არაბუნებრივი პროდუქტებია, ნატურალურობასთან მათ საერთო არაფერი აქვთ
- მხოლოდ პირობითი ცნებებია და პროდუქტის ფასის ზრდას ემსახურება

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
7 / 10 დროა, არაჯანსაღი კვების შედეგებს შევეხოთ: შენი აზრით, როგორ შეიცვალა ბოლო 50 წელიწადში სიმსუქნის გლობალური მაჩვენებელი?

Sail Ho Studio/Dribbble

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
8 / 10 ცხიმის, მარილისა და შაქრის მოხმარების საფრთხეებს თუ იცნობ?

Heartlustration/Dribbble
- ცხიმის, მარილისა და შაქრის ჭარბი მოხმარება სიმსუქნეს იწვევს, მაგრამ ჯანმრთელობას არ აზიანებს
- ნაკლები ცხიმის, მარილისა და შაქრის მოხმარება ამცირებს სიმსუქნის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების რისკებს
- ეს პროდუქტები ჯანმთელობისათვის სასარგებლოა და საფრთხე, ფაქტობრივად, არ არსებობს
- თუ დიდხანს სიცოცხლე გინდა, არც ერთი მათგანი არ უნდა მოიხმარო!

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
9 / 10 თუ ბავშვების არაჯანსაღი პროდუქტებისაგან დაცვის საერთაშორისო გამოცდილებას იცნობ, სწორი წინადადების შერჩევა ამჯერად არ გაგიჭირდება:

Salma Salah/Dribbble
- ჭარბწონიანობის პრობლემის დასაძლევად, არაერთ ქვეყანაში არაჯანსაღი სურსათის ბავშვებისკენ მიმართული მარკეტინგი შეზღუდულია
- სურსათის მარკეტინგის შეზღუდვა წარმოუდგენელია. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება

Giphy

Giphy
10 / 10 დაბოლოს, შენი აზრით, როგორ ებრძვის თანამედროვე მსოფლიო სიმსუქნის პრობლემას?

Mary Maka/Dribbble
- სიმსუქნის პრობლემა დღესდღეობით მსოფლიოში საერთოდ არაა პრიორიტეტული
- თანამედროვე მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემასთან ბრძოლა სურსათსა და სასმელზე გადასახადების დაწესებით არ ხდება
- სიმსუქნის პრობლემის დასაძლევად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე დატკბილული სასმელით ვაჭრობაზე საგანგებო გადასახადებია დაწესებული
- ტკბილეულის ხარისხისა და მიწოდების რაოდენობის შემცირებით...

Giphy

Giphy

Giphy

Giphy
ქვიზი მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაკვეთით, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD–Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე,ორგანიზაციის პური მსოფლიოს (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.
აღნიშნული საქმიანობა შეუძლებელი გახდება, თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოგვეთხოვება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" რეგისტრაცია.
ეს ქვიზი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

კომენტარები