დიმიტრი ხუნდაძე

22 Mar. 2024, 17:02

"ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც არ იყო ვიზალიბერალიზაცია, არ იყო გაადვილებული გასვლა, 247 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა.

ქართული ოცნების პერიოდში, მოდით, სასპეკულაციოდ რომ არ დავტოვოთ ომის პერიოდი, გამოვაკლოთ ბოლო ორი წელი, იმიტომ, რომ კიდევ უფრო პოზიტიური ციფრი დაჯდება და პლუსზე ეგავა. ამის გამოკლებით, ქართული ოცნების დროს 5-ჯერ ნაკლები მოქალაქეა გასული ქვეყნიდან ისე, რომ დარჩა ემიგრაციაში. ეს არის 47 000. ერთად აღებული, მათ დროს და ჩვენ დროს [ემიგრაციაში მყოფთა რიცხვი] 300 000-ს არ სცილდება. მაგრამ მათ დროს, 5-ჯერ მეტი გადიოდა.

დღეს მეც ყურში უფრო ხშირად მხვდება, ჩემი ოჯახის წევრიცაა წასული, მეგობარიც და მეზობელიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა და დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში მითუმეტეს, ოპოზიციურში, ყოველ 5 წუთში ერთხელ ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომაა ამხელა საცობი? რა თქმა უნდა, რაიონები იცლება და შიდა მიგრაცია, რომელსაც მე თბილისიზაცია დავარქვი, დაწყებულია 90-იანი წლების შემდეგ და ეს არის პრობლემა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…