როგორი იქნება მზის დაბნელება მთვარეზე
მომავალ შაბათ-კვირას მთვარის დაბნელება იქნება. უკვე სამი კვირის შემდეგ მზეს მთვარე მოეფარება. ამის ყველაზე უკეთ დანახვა ამერიკიდან იქნება შესაძლებელი.
და მაინც, ადამიანებს მთვარის დაბნელება არაერთხელ უნახავთ, მაგრამ დაფიქრებულხართ როგორი იქნება ეს ყველაფერი მთვარიდან?
უპირველეს ყოვლისა, მთვარეზე დაბნელება საპირისპიროდ ხდება. ჩვენთვის მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც ის მზისგან იჩრდილება.
ანუ, მაშინ, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის აღმოჩნდება. ასეთ დროს ჩვენი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ქვეშაა და ციური სხეულები გარკვეულ რიგში ლაგდება. მთვარის დაბნელება იმიტომაა შესაძლებელი, რომ მთვარე ანათებს მხოლოდ მზიდან დაცემული გამოსხივების არეკვლით.
ეს პროცესი დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს.
მთვარიდან მზის დაბნელება
მოდით მთვარეზე "გადავსახლდეთ". მაშ ასე, წარმოვიდგინოთ, რომ მთვარეზე ვართ და დედამიწა მზეს აბნელებს. ეს შეიძლება იყოს შემდეგნაირი: სრული, ნაწილობრივი და პენუმბრალური.
დედამიწისა და მზის ფარდობითი ზომისა და პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი პლანეტა თავისებურ ჩრდილს აჩენს. თხელ კონუსს, სადაც მზის მთელი შუქი დაბლოკილია, უმბრა ეწოდება — უფრო დიდ კონუსს, სადაც მზის სინათლის მხოლოდ ნაწილია დაბლოკილი, პენუმბრა.
ნახევარმთვარის დაბნელების დროს მთვარე მხოლოდ "პენუმბრას" გადის. ასეთ მოვლენას მთვარის პენუმბრალური დაბნელება ეწოდება. ამ დროს დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი, მაგრამ მთვარეს დედამიწის ნახევარჩრდილი (პენუმბრა) ფარავს. სავსე მთვარის შემთხვევაში ეფექტი უფრო აშკარა დასანახია, მაგრამ მისი ახლო მხარე მზის შუქით კვლავ განათებული იქნება. სწორედ ეს ხდება მომავალ შაბათ-კვირას. შედეგად სავსე მთვარე დაკარგავს თავის ნათებას.
ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარე უფრო სრულ ჩრდილში მოექცევა. ეს ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის გარკვეულ რეგიონებში მზე სრულად დაიბლოკება. შესაბამისად, მთვარის გარკვეულ რეგიონებში მზის შუქი სრულად დაბნელდება, მაშინ როდესაც სხვაგან ეს ნაწილობრივ მოხდება.
და მაინც, ყველაზე საინტერესო მთვარის სრული დაბნელებაა, როდესაც მთვარე ბოლომდე იფარება. მზის პირდაპირი სხივები სრულად იბლოკება, მაგრამ დედამიწის ჩრდილი შავი არ არის. ატმოსფეროში მიმოფანტული მზის სხივების გამო, ვიღებთ წითელ ელფერს, რაც მთვარის ვერცხლისფერ ზედაპირს ფერებში ანათებს.
დედამიწის დაბნელება
დედამიწა მთვარეზე ბევრად დიდია, ამიტომ მის ჩრდილს მთელი მთვარის დაფარვა შეუძლია. ამ კვირას მთვარის დაბნელება შესამჩნევი იქნება დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთ აზიამდე. მთვარისგან განსხვავებით, მზის დაბნელება დედამიწის გაცილებით მცირე ფართობს მოიცავს.
8 აპრილის მზის სრული დაბნელებისას, ეს დაახლოებით 200 კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს და მისი დანახვა აშშ-იდან იქნება შესაძლებელი.
მთვარიდან ან ზოგადად კოსმოსიდან, ეს დაბნელება ბნელ ლაქას ჰგავს, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით საათში 2 400 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ამ დროს მთვარეზე რომ ყოფილიყავით დიდ განსხვავებას ვერ დაინახავდით.
ასე რომ, თუ ოდესმე მთვარეზე მოხვდებით, უმჯობესია ამ დროს დედამიწაზე მთვარის სრული დაბნელება იყოს. ეს მოვლენა თანამგზავრზე მყოფებს ბევრად საინტერესოდ მოეჩვენებათ.
ცნობისთვის, სწორედ ეს მოვლენა იქნება მთვარეზე 2028 წლის 31 დეკემბერს. ამ დროს ასტრონავტები მთვარეზე შეიძლება მართლაც იყვნენ. ასე რომ, დაველოდოთ Artemis-ის მისიებს. ვიმედოვნოთ, რომ ამ შესანიშნავ სანახაობას ასტრონავტები თავისი თვალით ნახავენ და ჩვენც გაგვიზიარებენ.
კომენტარები