გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს
გენმოდიფიცირებულმა ძროხამ რძეში ისეთი ცილები გამოიმუშავა, რომლებიც ადამიანის ინსულინისთვისაა საჭირო. ექსპერიმენტის ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ ასეთმა ძროხებმა შეიძლება საბოლოოდ გადაჭრან ინსულინით მომარაგების პრობლემა.
იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ძროხები მომრავლდება, ამას რევოლუციის მოხდენა შეუძლია და ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარისა და ბაქტერიების კონკურენტული იქნება.
ინსულინი და მისი დიაბეტის დროს მნიშვნელობა პირველად 1921 წელს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, დიაბეტით დაავადებულებს მრავალი წელი საქონლის პანკრეასიდან აღებული ინსულინით მკურნალობდნენ.
თუმცა, "ადამიანის" პირველი ინსულინი 1978 წელს, გენმოდიფიცირებული ბაქტერია E.coli-ს გამოყენებით მიიღეს. ამის შემდეგ, იგივე საფუარის გამოყენებით მიიღეს. დღეისთვის, სამედიცინო ინსულინის გამოსამუშავებლად ძირითადად ამ ორ მეთოდს იყენებენ.
ინსულინის მისაღებად ძროხის გამოყენება პირველად არ მოხდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ადამიანის" ინსულინის წარმოება გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ შეძლო.
ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა 10 ძროხის ემბრიონის უჯრედში ადამიანის დნმ-ის სეგმენტი შეიყვანა. ამ სეგმენტში პროინსულინია, ცილა, რომელიც ინსულინად გარდაიქმნება. საბოლოოდ, ეს ემბრიონები ჩვეულებრივი ძროხების საშვილოსნოში გადაიტანეს.
გენმოდიფიცირებული ემბრიონებიდან მხოლოდ ერთი განაყოფიერდა, რის შედეგადაც ხბო დაიბადა.
როდესაც ხბო სქესობრივად მომწიფდა, მკვლევრებმა მისი გენმოდიფიცირებული სახით განაყოფიერება სცადეს. ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზს მკვლევრები ჯერ ვერ ხსნიან.
საბოლოოდ, ძროხის ლაქტატის მიღება მისი ჰორმონალური ინდუქციით შეძლეს.
ძროხა იმდენს არ იწველიდა, რამდენიც ეს მაკეობის დროს უნდა იყოს, მაგრამ რძეში მკვლევრებმა კონკრეტული ცილები მაინც აღმოაჩინეს.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ რძეში ფერმენტებმა "ადამიანის" პროინსულინი შეიძლება ინსულინად გარდაქმნას.
"მიგვაჩნია, რომ მომავალში 100 ასეთ ძროხას მთელი ქვეყნისთვის საკმარი ინსულინის წარმოება შეეძლება. უფრო დიდი ნახირით, სულაც მთელი დედამიწისთვის საკმარისი ინსულინი გვექნება", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა Biotechnology Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები