ისტორიაში პირველად, აღმოაჩინეს ამფიბია, რომელიც ნაშიერს საკუთარი რძით კვებავს
ოდესღაც ითვლებოდა, რომ შთამომავლობის რძით გამოკვება მხოლოდ ძუძუმწოვრებს შეეძლოთ. ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინეს ობობა, რომელიც ნაშიერს საკუთარი რძით კვებავს.
ახლა აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკული ჭიისმაგვარი ამფიბია, რომელიც შთამომავლობის გამოსაკვებად რძეს აწარმოებს.
ეს სახეობა (Siphonops annulatus) შთამომავლობას კვერცხის საშუალებით აჩენს და მის გამოსაკვებად კანს იშრობს, ისევე როგორც მრავალი სხვა ამფიბია.
თუმცა, ბრაზილიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გამაოგნებულები აღმოჩენა გააკეთეს. როგორც ჩანს, არსება ცხიმოვან რძეს აწარმოებს, რომლითაც ნაშიერებს დღეში რამდენჯერმე კვებავს. ეს ყველაფერი შეხებისა და სპეციალური სიგნალების საპასუხოდ ხდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამფიბიებში მსგავსი კვება და კომუნიკაცია დააფიქსირეს.
ექსპერტებმა რძის ნიმუშები შეისწავლეს. დადგინდა, რომ რძე მდიდარი იყო ცხიმებითა და ნახშირწყლებით. შედეგად, შთამომავლობა ერთი კვირის განმავლობაში ზომაში ორჯერ გაიზარდა.
მკვლევრების თქმით, აღმოჩენას რეპროდუქციული ევოლუციის გაგების შეცვლა შეუძლია.
კვერცხების დაცვა
მარვალი უეიკმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინტეგრაციული ბიოლოგიის განყოფილების პროფესორმა, თქვა, რომ ამფიბიებს კვერცხების დაცვის და ნაშიერების გამოკვების გამორჩეული მეთოდები აქვთ შემუშავებული.
"გამოჩეკილი ჭიისმაგვარი ამფიბიები რძის მისაღებად დედის გარშემო იკრიბებიან. შემდეგ, ისინი სპეციალური ხმების გამოცემით დედას რძეს გამოამუშავებინებენ. ეს რძე მდიდარია ლიპიდებითა და ნახშირწყლებით, დაახლოებით ისე, როგორც ძუძუმწოვრების შემთხვევაში", — აღნიშნულია კვლევაში.
როგორც თავში ვთქვით, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ობობების შესწავლისასაც. მაშინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობობები, რომლებიც საკუთარ შთამომავლობას რძის მსგავს სითხეს აჭმევდნენ და მათზე მანამ ზრუნავდნენ, სანამ ისინი ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევდნენ.
მსგავსი ქცევა ძუძუმწოვრების გარდა რამდენიმე სხვა ცხოველშიც გვხვდება, მაგალითად, მტრედებსა და ფლამინგოებში, რომლებიც ყელში არსებული სპეციალური ჯირკვლის საშუალებით შთამომავლობისთვის რძის მსგავს სითხეს გამოიმუშავებენ, თუმცა, ამფიბიების შემთხვევაში ეს პირველიa.
კომენტარები